ფეხბურთი

17:23 | 11.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მატია დესტროსთვის მილანური გუნდები იბრძოლებენ

იტალიური “რომას” თავდამსხმელით მატია დესტროთი “მილანი” და “ინტერი” ინტერესდებიან. ამის შესახებ გამოცემა “ტუტოსპორტი” იუწყება. დესტრო მესამე სეზონი “ჯალოროსიშია”, თუმცა, ძირითადი შემადგენლობის მუდმივ წევრად ჩამოყალიბებას დღემდე ვერ ახერხებს.

“მილანი” კარგ თავდამსხმელს გამალებით ეძებს, რადგან ფერნანდო ტორესისა და ჯამპაოლო პაცინის თამაშით კმაყოფილნი არ არიან, ხოლო “ინტერს” პაბლო ოსვალდოს და მაურო იკარდის შენარჩუნების დიდი იმედი არ აქვს და სწორედ ამიტომ აქვთ განზრახული დესტროს დამატება.

მატია დესტრომ ფეხბურთის თამაში სწორედ “ინტერნაციონალეს” რიგებში დაიწყო. მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელს სერია A-ში ჩატარებულ 12 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი.

0.112028