კალათბურთი

17:24 | 11.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის დაბრუნებას “უნიკახასთან” ველით

ქართველი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი მოსკოვის ცსკა-სთან ერთად მალაგაში იმყოფება და თუკი ბოლო წამს კვლავ რამე არ შეიცვალა, დღეს, “უნიკახასთან” ევროლიგის მატჩშიც ითამაშებს.

რუსულმა გრანდმა ესპანეთისკენ გეზი გუშინ აიღო და ტრავმიანობის შემდეგ, მარკოიშვილიც გუნდთან ერთად იყო. სამაგიეროდ, სხვადასხვა სახის პრობლემების გამო, მომავალ მატჩში ისევ ვერ ითამაშებენ გუნდის კაპიტანი ვიკტორ ხრიაპა, ალეკსეი ზოზულინი და სერბი მილოშ ტეოდოსიჩი.

შეგახსენებთ, რომ ცსკა-ს B ჯგუფში რვავე თამაში მოგებული აქვს და პირველ ადგილზეა, “უნიკახას” კი 4-4 მოგება-წაგებით მე-3 პოზიცია უკავია. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ისიც ვთქვათ, რომ მალაგადან ცსკა გეზს პირდაპირ პრაღისკენ აიღებს, სადაც 14 დეკემბერს, ვთბ-ლიგის ეგიდით, “ნიმბურკთან” მატჩი ელის.

0.129144