ჩინეთის დედაქალაქ პეკინში სტარტი აიღო მსოფლიოს ინტელექტუალურმა თამაშებმა. საჭადრაკო შეჯიბრში 16 ქალი და 16 ვაჟი მიიღებს მონაწილეობას. ასპარეზობაზე საქართველოს სახელით ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი გამოვლენ.
ჭადრაკში ინეტელქტუალურ თამაშებს შეჯიბრი რაპიდში გასხნის – 11-12 დეკემბერი; შვეიცარული სისტემა – 7 ტური.
13-15 დეკემბერს მონაწილეები ერთმანეთს ბლიცებში გაეჯიბრებიან. ჩატარდება 15 გაორმაგებული ტური, ხოლო ასპარეზობას 16-17 დეკემბერს შვეიცარული სისტემით 5 ტურად გამართული შეჯიბრი Basque System -ში (ორივე ფერით ერთდროულად თამაში) დაასრულებს.