ჭადრაკი

15:31 | 11.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა ახალგაზრდული ნაკრების წევრებთან

საქართველოს ახალგაზრდულმა საჭადრაკო ნაკრებმა ქუთაისში საწვრთნელი შეკრება ჩაატარა. ნაკრების წევრები გიორგი სიბაშვილი, ნიკა ღვამბერია, ნოე თუთისანი, ნინო ხომერიკი და ნიკა ცომაია უნგრეთში დაგეგმილ მსოფლის საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ხვიჩა სუპატაშვილთან ერთად ემზადებოდნენ.

ახალგაზრდა მოჭადრაკეებს შეხვედრა მოუწყვეს და გამგზავრების წინ, წარმატებები უსურვეს სკოლა “ღონე ქვეყნისა”-ში.

აღსანიშნავია, რომ დაწყებით სკოლაში მნიშვნელოვანი დრო ეთმობა ჭადრაკის შესწავლას და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაც სკოლასთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.

შეხვედრის დროს ნაკრების წევრებმა ერთდროული თამაშის სეანსი და მასტერ-კლასები ჩაუტარეს ნორჩ კოლეგებს.

0.134605