ჩოგბურთი

14:53 | 11.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კმაყოფილი როჯერი უიმბლდონის კიდევ ერთხელ მოგებაზე ოცნებობს

რეიტინგსიის მეორე ნომერმა როჯერ ფედერერმა “ლივერპულისა” და “ბაზელის” უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩის დასრულების შემდეგ ბაზელელთა საფეხბურთო კლუბის წევრების მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“მადლობას გადავუხდი ბიჭებს მონიჭებული სიამოვნებისა და სიხარულისთვის. საყვარელი გუნდის მერვედფინალში გასვლით ემოციურად იმდენად დავიტვირთე, დიდხანს არ ჩამეძინა”, - განაცხადა ფედერერმა.

როჯერმა საჩოგბურთო ამბებზეც ისაუბრა და ჟურნალისტის კითხვაზე, მომავალ სეზონში ყველაზე მეტად რომელი ტურნირის მოგება გაახარებდა, უპასუხა: “რა თქმა უნდა, უიმბლდონის. ჩოგბურთის აღქმა სწორედ ამ შეჯიბრებით დაიწყო, როდესაც შტეფან ედბერგისა და ბორის ბეკერის დაპირისპირებას ვუცქერდი. სწორედ ამან შთამაგონა სამომავლოდ პროფესიის არჩევა”.

0.127077