კალათბურთი

14:29 | 11.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტმა” ზედიზედ მე-14 მოგება  იზეიმა

გამთენიისას NBA-ში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის 10 მატჩი გაიმართა. წარმატებულ სერიას აგრძელებს “გოლდენ სტეიტ უორიორსი”. ოკლენდელებმა ზედიზედ მე-14 მატჩი მოიგეს, რაც გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

“გოლდენ სტეიტის” “ლუკმა” ამჯერად “ჰიუსტონ როკითსი” გახდა 105:93. მატჩში გადამწყვეტი უკანასკნელი პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც კარიმ და მისმა თანაგუნდელებმა 32:17 მოიგეს. “გოლდენ სტეიტს” მიმდინარე სეზონში 19 მოგება და მხოლოდ 2 წაგება დაუგროვდა.

“ჩიკაგო ბულზმა” “ბრუკლინს” 105:80 მოუგო. მატჩის საუკეთესო მექულე დერეკ როუზი გახლდათ 23 ქულით. ნიუ იორკულმა კლუბმა პირველი პერიოდი მოიგო 5-ქულით, ხოლო შემდეგი 3 პერიოდი პირწმინდად წააგო. “ჩიკაგოს” 13 მოგება და 8 წაგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხეუთე ადგილზეა. ამავე კონფერენციაში მერვე ადგილს “ბრუკლინი” იკავებს.

“ბოსტონი” გასვლით მატჩში მაიკლ ჯორდანის “შარლოტ ჰორნეტსთან” 96:87 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა რომელიც ჯორდანის გუნდმა 33:21 მოიგო. “ბოსტონის” გამთამაშებელმა რაჯან რონდომ სამმაგი დუბლი შეასრულა 12 ქულა, 10 პასი და 10 მოხსნა.

“დალასმა” “ნიუ ორლეან პელიკანსთან” მძიმე ბრძოლაში იმარჯვა 112:107. მატჩის ბოლო წამებზე ანგარიში 110:107 იყო “დალასის” სასარგებლოდ. “ნიუ ორლეანს” შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანის შანი ჰქონდა, მაგრამ ანდერსონის ნასროლმა მიზანს ვერ მიაღწია. “დალასი” 17 მოგებით და 7 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. “ნიუ ორლეანი” კი მეათეზეა.

ლიდერების გარეშე მოასპარეზე “სან ანტონიო სპურსმა” შინ ასევე ლიდერის გარეშე დარჩენილი “ნიუ იორკ ნიქსი” 109:95 დაამარცხა. პარკერს მუხლის მყესის ტრავმა აწუხებს. ჯინობილი ისვენებს, ხოლო დანკანი გრეგ პოპოვიჩის გადაწყვეტილებით მატჩში არ ჩაერთო. “ნიუ იორკის” ლიდერს კარმელო ენტონის როგორც გუშინ გამცნობეთ მუხლის ტრავმა აწუხებს. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინვე გავრცელდა , რომ კარმელო “სან ანტონიოსთან” ვერ მიიღებდა მონაწილეობას. როგორც კარმელომ აღნიშნა მას მუხლი სეზონის დასაწყისიდანვე აწუხებდა. ორივე გუნდი დიდი დანაკლისით შეხვდა ერთმანეთს. “სან ანტონიომ” გუნდური კალათბურთის ხარჯზე იმარჯვა. ტეხასელების შვიდმა კალათბურთელმა შეძლო 10 და მეტი ქულის დაგროვება. ტონი პარკერი ღირსეულად შეცვალა იტალიელმა გამთამაშებელმა მარკო ბელინელიმ, რომელმაც გუნდს 22 ქულა შესძინა.

“შარლოტ ჰორნეტსი” – “ ბოსტონ სელტიკსი” 96:87 (22:16, 18:29, 33:21, 23:21)

“შარლოტი”: ჯეფერსონი (23 ქ. 14 მ.), უოკერი (18 ქ.), სტივენსონი (13 ქ.), ზელერი (9 ქ.), კიდ-გილჩისტერი (9 ქ.), უილიამსი (8 ქ.), ჰენდერსონი (7 ქ.), რობერტსი (4 ქ.), ნილი (3 ქ.)

“ბოსტონი”: გრინი (16 ქ.), ტორნტონი (16 ქ.), ზელერი (13 ქ.), რონდო O(12 ქ. 10 მ. 10 პ.), ბასი (10 ქ.), ოლინილი (8 ქ.), სალინჯერი (5 ქ. 7 მ.), ბრადლი (4 ქ.),

https://www.youtube.com/watch?v=uydUGYie5CE

“ინდიანა პეისერსი” – “ლოს ანჯელეს კლიპერსი” 96:103 (25:33, 24:21, 16:28, 31:21)

“ინდიანა”: მაილსი (30 ქ.), ალენი (14 ქ. 7 მ.), სკოლა (12 ქ. 14 მ.), კოუპლენდი (10 ქ.), უოტსონი (8 ქ. 7 პ.), ჰილი (4 ქ.), ჰიბერტი (4 ქ.), უესსი (2 ქ.)

“კლიპერსი”:კროუფორდი (18 ქ.), პოლი (17 ქ. 15 პ. 8 მ.), გრიფინი (17 ქ. 10 მ. 5 პ.), რედიკი (16 ქ.),ბარნსი (11 ქ.), ჰეივსი (5 ქ.), ფარმარი (5 ქ.), დევისი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=hllNw2FwazA

“ორლანდო მეჯიქი” – “ვაშინგტონ უიზარდსი” 89:91 (21:26, 23:19, 31:22, 14:24)

“ორლანდო”: ოლადიპო (17 ქ. 6 მ.), ჰარისი (15 ქ. 6 მ.), ფეიტონი (12 ქ.), ფრაი (10 ქ.), ო’ქუინსი (10 ქ. 6 მ.), გრინი (8 ქ.), ფურნიე (7 ქ.), დედმონი (6 ქ.), გორდონი (4 ქ.)

“ვაშინგტონი”: ვოლი (21 ქ. 11 პ.), ნენე (12 ქ. 6 მ.), ჰამფრიზი (11 ქ.), გორტატი (10 ქ. 5 მ.), ბილი (9 ქ.), პირსი (8 ქ.), სერაფინი (8 ქ.), ბატლერი (6 ქ.), პორტერი (5 ქ.), მილერი (1 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=VX8gXOyKTpQ

“ატლანტა ჰოუქსი” – “ფილადელფია” 95:79 (25:21, 22:17, 21:20, 27:21)

“ატლანტა”: კორვერი (17 ქ.), მილსაპი (17 ქ. 8 მ.), ქეროლი (14 ქ. 11 მ.), ჰორფორდი (11 ქ. 7 მ.), მუსკალა (12 ქ.), მაკი (6 ქ.), ანტიჩი (5 ქ.), შროდერი (5 ქ.), ტიგი (4 ქ. 6 პ.), ბაზერმორი (4 ქ.)

“ფილადელფია”: შვედი (13 ქ.), მბა ა მუტე (12 ქ.), მაკდენიელსი (10 ქ.), გრანტი (10 ქ.), კოვინგტონი (9 ქ. 5 მ.), ნოელი (8 ქ.), კარტერ-უილიამსი (8 ქ.), ტომპსონი (8 ქ.), სიმსი (1 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=jqdDn7T6fQs

“ჩიკაგო ბულზი” – “ბრუკლინ ნეტსი” 105:80 (20:25, 31:26, 26:17, 28:12)

“ჩიკაგო”: როუზი (23 ქ.), ბატლერი (18 ქ. 5 მ.), გასოლი (16 ქ. 16 მ.), დანლივი (14 ქ. 5 მ.), გიბსონი (11 ქ. 10 მ.), მიროტიჩი (10 ქ. 6 მ.), ბრუკსი (7 ქ.), ჰაინრიხი (6 ქ.)

“ბრუკლინი”:უილიამსი (17 ქქ.), გარნეტი (13 ქ. 7 მ.), ანდერსონი (12 ქ.), პლამლი (8 ქ. 8 მ.), კარასევი (6 ქ.), ჯეკი (7 ქ.), ჯეფერსონი (4 ქ.), ბრაუნი (3 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=wMMVj9qQj8c

“მინესოტა ტიმბერვულვზი” – “პორტლენდ ბლეიზერსი” 90:82 (20:16, 24:20, 22:15, 24:31)

“მინესოტა”: უიგინსი (23 ქ. 10 მ.), ბრიუვერი (19 ქ. 8 მ.), იანგი (13 ქ. 5 მ.), მუჰამადი (11 ქ. 6 მ.), ლავიანი (10 ქ.), ადრიენი (8 ქ.), დიენგი (6 ქ.)

“პორტლენდი”: ლილარდი (23 ქ. 7 მ.), მეთიუსი (18 ქ.), ოლდრიჯი (10 ქ. 9 მ.), ლოპესი (8 ქ. 8 მ.), კამანი (8 ქ. 7 მ.), ბატუმი (5 ქ.), რობინსონი (2 ქ. ვრაიტი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=hy40S4qIXF0

“დალას მავერიკი” – “ნიუ ორლეან პელიკანსი” 112:107 (25:15, 22:36, 30:27, 35:29)

“დალასი”: ელისი (26 ქ. ), ნოვიცკი (20 ქ. 6 მ.), პარსონსი (20 ქ.), ჰარისი (20 ქ.), ჩენდლერი (9 ქ. 6 მ.), ვრაიტი (5 ქ), კრაუდერი (3 ქ.), ჯეფერსონი (4 ქ.), ამინუ (3 ქ.), ბარეა 2 ქ.)

“ნიუ ორლეანი”:დევისი (31 ქ. 11 მ.), ჰოლიდეი (30 ქ. 10 პ.), ანდერსონი (13 ქ.), ევანსი (8 ქ.), რივერსი (6 ქ.), აშიკი (6 ქ. 15 მ.), კანინგჰემი (4 ქ.), ბაბიტი (5 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=qYokfD0lZDU

“სან ანტონიო” – “ნიუ იორკ ნიქსი” 109: 95 (29:26, 27:26, 38:21, 15:22)

“სან ანტონი”: ბელინელი (22 ქ.), გრინი (13 ქ.), დიაო (12 ქ.), აირესი (11 ქ.), ბონერი (10 ქ.), ბაინსი (10 ქ. 5 მ.), ჯოზეფი (9 ქ.), ანდერსონი (9 ქ.),სპლიტერი (3 ქ.)

“ნიუ იორკი”: ჰარდევეი (23 ქ.), სმიტი (14 ქ.), პრიჯიონი (8 ქ.), ეისი (8 ქ.), სტაუდმაიერი (8 ქ.), შამპერტი (8ქ. ), ლარკინი (6 ქ.), ვეარი (6 ქ.), კალდერონი (2 ქ.), დალამბერტი (2 ქ. 6 მ.)

https://www.youtube.com/watch?v=4Xtw4bbU5VM

“გოლდენ სტეიტ ვორიორსი” – “ჰიუსტონ როკითსი” 105:93 (23:30, 23:16, 27:30, 32:17)

“გოლდენ სტეიტი”: ტომპსონი (21 ქ.),ბარნსი (20 ქ. 6 მ.), კარი (20 ქ. 7 მ. 7 პ.), სფეიტსი (15 ქ. 8 მ.), ლივინგსონი (8 ქ.), ეზელი (7 ქ.), ბარბოსა (2ქ.) იგუადალა (1 ქ.)

“ჰიუსტონი”: ჰარდენი (34 ქ. 7 მ.), მონტეიუნასი (18 ქ. 7 მ.), არიზა (18 ქ. 6 მ.), ბევერლი (12 ქ. 7 მ. 6 პ.), ბლექი (6 ქ.), დორსი (3 ქ.), ტერი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=e5izuY3VLfA

“დენვერ ნაგითსი” – “მაიამი ჰიტი” 102:82 (22:21, 26:27, 31:14, 23:20)

“დენვერი”: ჩენდლერი (17 ქ. 8 მ.), აფლალო (16 ქ.), ფარიდი (13 ქ. 8 მ.), ლოუსონი (19 ქ. 9 პ.), მოზგოვი (9 ქ. 10 მ.), გრინი (11 ქ.), ჯი (8 ქ.), ჰარისი (7 ქ.), არტური (4 ქ.)

“მაიამი”:ბოში (14 ქ.), დენგი (12 ქ.), ჩელმერსი (11 ქ.), უეიდი (10 ქ. 5 პ.), უილიამსი (9 ქ.), გრეინჯერი (5 ქ.), ნაპიერი (3 ქ.), კოული (6 ქ.), ჰამილტონი (6 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=0fTBtHGmRr0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117056