“დორტმუნდის” იტალიელმა თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში განაცხადა, რომ მომდევნო 3 შეხვედრის მოგება გუნდს აუცილებლად სჭირდება: “ჩვენ გვინდა ბოლო 3 შეხვედრაში მაქსიმალური ქულების დაგროვება, რათა ცუდი სტარტის შემდეგ პირველი წრე შეძლებისდაგვარად კარგად დავასრულოთ და ბუნდესლიგის მეორე ნახევარს სასურველ ფორმაში შევხვდეთ”.
14-ე ტურის შემდეგ “დორტმუნდი” მიმდინარე ბუნდესლიგის გათამაშებაში 14 ქულით 14-ე ადგილზე იმყოფება.
მომდევნო მატჩებში “დორტმუნდის” მოწინააღმდეგები ”ჰერტა”, “ვოლფსბურგი” და “ვერდერი” იქნებიან.