მერაბ ჟორდანიას აზრით, ამჟამად არნემის “ვიტესს” უგულო ხალხი და იდიოტები მართავენ. ამის შესახებ მან ჰოლანდიური კლუბიდან გაშვებიდან წლისთავზე ინტერნეტპორტალ omroepgelderland.nl-თან საუბარში განაცხადა.
“სიტყვები არ მყოფნის. დღემდე შოკში ვარ და თავს დამცირებულად ვგრძნობ. ერთი წლის წინ მწვერვალზე ვიყავით. ამ სეზონში კი, “ვიტესი” “დორდრეხტთან” მატჩში იღბალმა გადაარჩინა. ჰოლანდიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი დაანგრიეს და მასთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი პეტერ ბოში მორალურად გაანადგურეს. ჩემი აზრით, კლუბზე იძალადეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამჟამად, კლუბს უგულო ხალხი და იდიოტები მართავენ, რომლებიც ფეხბურთის მტრები არიან. ისინი “ვიტესიდან” მათრახით უნდა გაყარო”, - თქვა ჟორდანიამ.
“შარშან ყველაფერი დაანგრიეს. ტედ ვან ლიუვენი, ესტერ ბალი, ედუარდო სანტოსი, ალბერტ კაპელასი, პეტერ ბოში, ჰენდრი კრიუზენი ერთად იყვნენ და გუნდი მოწინავეთა რიგებში იმყოფებოდა. ახლა პეტერ ბოში და ჰედრიუ კრუზენი ნაგავთან ერთად მუშაობენ. ამ შემთხვევაში იოსტ დე ვიტს, მო ალაჰსა და სამეთვალყურეო საბჭოს ვგულისხმობ. მომავალში იქ ვიქნები. დღემდე “ვიტესის” გულშემატკივარი ვარ”, - დაამატა ჟორდანიამ, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანული ბაქოს “ინტერის” აღმასრულებელი დირექტორია.