ფეხბურთი

12:12 | 11.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ადრიანომ რონალდუს რეკორდი გაიმეორა

დონეცკის “შახტარის” ბრაზილიელი თავდამსხმელი ლუის ადრიანო, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი, 9 გატანილი გოლით გახდა.

ამ შედეგით ლუის ადრიანომ გაიმეორა მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს მიერ დამყარებული რეკორდი. მან გასულ სეზონში მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 9 გოლის გატანა.

27 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელს ლუის ადრიანოს მიმდინარე სეზონამდე ჩემპიონთა ლიგაზე 11 გოლი ჰქონდა გატანილი, ახლა მის ანგარიშზე უკვე 20 გოლია.

0.118749