“ჰალეშერის” ქართველი შემტევი ნახევარმცველი აკაკი გოგია ინტერნეტპორტალ liga3-online.de-ს ვერსიით, გერმანიის მესამე ლიგის ნოემბრის თვის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.
22 წლის ფეხბურთელმა, რომელიც გერმანიის მოქალაქეა, განვლილ თვეში “ჰალეშერის” რიგებში 3 გოლი გაიტანა. მთლიანობაში, მან მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო. თანაგუნდელებიდან გოგია ერთადერთია, ვინც ნოემბრის სიმბოლურში შეიყვანეს.