მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი საუკეთესო ფორმას დაუბრუნდება.
“ბოლო დროს შესაძლებელზე სუსტად ვთამაშობთ. ახლა შეცდომების გამოსწორებაზე ვმუშაობთ. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელსაც წინსვლის უდიდესი პოტენციალი გააჩნია. დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ტოპდონეს დავუბრუნდებით. ვფიქრობ, ამ გუნდის შედარება 2010 წლის დროინდელ “ინტერთან” არ შეიძლება, რადგან მაშინ შემადგენლობაში მრავლად იყვნენ ჩემპიონები, რომლებთან ერთადაც წარმატების მიღწევა იოლი იყო. სჯობს ვიმედოვნოთ, რომ წარმატებები მალე მოვა” - განაცხადა მანჩინიმ.
სერია A-ში ჩატარებული 14 ტურის შემდეგ, “ინტერს” 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.