ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო სათამაშო დღეს სტუმრად მხოლდო ორმა გუნდმა მოიგო. “სიტისა” და “შალკეს”, ბოლო ტურის წინ, 1/8-ფინალში გასვლის შანსები კი ჰქონდათ, მაგრამ ისინი სხვა გუნდებზეც იყვნენ დამოკიდებულნი. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მანჩესტერელებმა და გელზენკირხენელებმა 3-3 ქულა აიღეს, კონკურენტებმა თავიანთი თამაშები წააგეს და 1/8-ფინალის საგზურის ბოლო მფლობელები სწორედ “სიტი” და “შალკე” გახდნენ.
დღის ცენტრალურ მატჩს რომმა უმასპინძლა. “რომას”, სერიოზული საკადრო პრობლემების მქონე “სიტისთან”, გოლის არგაშვება მართებდა. რუდი გარსიას გუნდი სერხიო აგუეროს, დავიდ სილვას, იაია ტურესა და ვენსან კომპანის გარეშე მოთამაშე მეტოქესთან ამ ამოცანას თავს ერთი საათის განმავლობაში ართმევდა. მე-60 წუთზე, სამირ ნასრიმ საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით გაიტანა და “სიტის” დიდი უპირატესობა მოუტანა. თუ პარალელურ მატჩში ცსკა “ბაიერნთან” არსებულ ერთბურთიან ჩამორჩენას არ გააბათილებდა და “ქალაქელები” რომში არ წააგებდნენ, მომდევნო ეტაპზე სწორედ პელეგრინის გუნდი გავიდოდა.
“რომას” აუცილებლად მოგება ჭირდებოდა, მაგრამ იტალიელებმა, 86-ე წუთზე, კიდევ ერთი ბურთი გაუშვეს, ამჯერად საბალეტასგან და ევროპის ლიგაზე გადაინაცვლეს.
“სიტიმ” რომ “რომას” მე-2 ტაიმში აჯობა, ეს გასაკვირი არაა. ბოლო დროს, რომაელებს შესვენების შემდეგ კონცენტრირება უჭირთ. “ჯალოროსის” მიერ ჩემპიონთა ლიგაზე გაშვებული უკანასკნელი 7 გოლიდან 6 სწორედ მე-2 ნახევარში გავიდა.
მე-2 მატჩში უმოტივაციო “ბაიერნმა” ცსკა დაამარცხა და რუსულ კლუბს ადგილი ჯგუფის ფსკერზე მიუჩინა.
“ალიანც არენაზე” ანგარიში ტომას მიულერმა გახსნა, რომელიც, 24 გოლით, “ბაიერნის” მხრიდან ჩემპიონთა ლიგის (1992 წლიდან დღემდე) საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 25 წლის ფეხბურთელმა თავი თერთმეტმეტრიანით გამოიჩინა და მან ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-400 პენალტი გაიტანა.
H ჯგუფიდან 1/8-ფინალში გასასვლელად “შალკეს” “მარიბორთან” მოგება და “სპორტინგის” “ჩელსისთან” წაგება ჭირდებოდა. ასეც მოხდა და გელზენკირხენულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ზედიზედ მეხუთედ დაძლია.
“შალკეს” მომდევნო ეტაპის საგზური მაქს მაიერმა მოუტანა, რომელმაც შეხვედრის ერთადერთი გოლი 62-ე წუთზე, მოედანზე შესვლიდან 6 წუთში გაიტანა.
“ჩელსი”, რომელიც “შალკეს” 1/8-ფინალში გასვლაში დაეხმარა, მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე შედეგიანი გუნდია. ლონდონელებს, “სპორტინგის” კარის 3-ჯერ აღების შემდეგ, ჯგუფურ ეტაპზე 17 გოლი დაუგროვდათ, რაც “რეალის”, “ბაიერნისა” და “პორტუს” მაჩვენებელს ერთით აღემატება.
“ჩელსიმ” პირველი გოლი თერთემტმეტრიანი დარტყმით გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლონდონელებმა, მიმდინარე გათამაშებაში, პენალტით 4-ჯერ იხეირეს. ეს კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ლონდონელთა მხრიდან მე-3 გოლი ჯონ ობი მიკელიმ გაიტანა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე თავის გამოსაჩენად 55 თამაში დასჭირდა. უგოლოდ მასზე მეტი შეხვედრა მხოლოდ გარი ნევილს (77), ერიკ ჰოფტუნსა (60) და კარლეს პუიოლს (58) ჩაუტარებიათ. ბუნებრივია, ამ სტატისტიკაში მეკარეები არ მოიაზრებიან.
როგორც მოსალოდნელი იყო, სანახაობრივი გამოვიდა “ბარსელონასა” და “პარი სენ ჟერმენის” დაპირისპირება. მატჩი უცნაური შემადგენლობით მოთამაშე კატალონიელებმა მოიგეს და ჯგუფში პირველი ადგილიც მათ ერგოთ.
“კამპ ნოუზე” გამართულ მატჩში ანგარიში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გახსნა, რომელმაც თავის ყოფილ გუნდს გაუტანა. მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს და გოლის ავტორი ლიონელ მესი გახდა. არგენტინელმა, ჩემპიონთა ლიგაზე 75-ე გოლი გაიტანა და ამ მხრივ ლიდერობა გაიმყარა. მესის, ევროტურნირებზე, 76 გოლი დაუგროვდა და ის რეკორდსმენ რაულს გაუთანაბრდა.
“ბარსა” წინ პირველივე ტაიმში გავიდა. 42-ე წუთზე, სირიგუმ ნეიმარის შესანიშნავ შორეულ დარტყმულს ვერაფერი მოუხერხა. კატალონიელთა ბრაზილიელ შემტევს, მიმდინარე სეზონში, 18 თამაშში უკვე 14 გოლი დაუგროვდა. გასულ სეზონში, მის ანგარიშზე 41 შეხვედრაში გატანილი 15 ბურთი იყო.
მე-2 ტაიმში თავი ლუის სუარესმაც გამოიჩინა, რომელმაც “კამპ ნოუზე” სადებიუტო გოლი გაიტანა. ამის შემდეგ, შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბარსამ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი ზედიზედ მერვედ, სულ კი მეცამეტედ მოიგო. ორივე ეს მაჩვენებელი სარეკორდოა.
ბარსელონაში გამართული თამაში პსჟ-სთვის მიმდინარე სეზონში პირველი იყო, რომელშიც პარიზული გუნდი დამარცხდა. უეფას წევრი ქვეყნების ჩემპიონატების უმაღლეს დივიზიონებში მოთამაშე დაახლოებით 500 გუნდს შორის პსჟ უკანასკნელია, რომელსაც მიმდინარე სეზონში წაგება არ ჰქონდა.
ევროპის ლიგის საგზური იოლად მოიპოვა “აიაქსმა”. ამსტერდამელებს აპოელ-თან ქულაც ჰყოფნიდათ, მაგრამ მათ მეტოქის კარში 4 უპასუხო ბურთის გატანა არ დაიზარეს.
ამსტერდამელებმა ერთი გოლი თერთმეტმეტრიანით გაიტანეს, რაც ჩემპიონთა ლიგაზე 2003 წლის 9 დეკემბრის შემდეგ პირველად მოხდა.
ბოლო დროს საინტერესო შედეგები აქვს “აიაქსის” ნახევარმცველს, დევი კლაასენს. 21 წლის შუახაზელმა, “აიაქსის” მაისურით გამართულ უკანასკნელ 4 თამაშში მეტოქის კარის მიმართულებით 4-ჯერ დაარტყა და ყველა შემთხვევაში გაიტანა. ერთ-ერთი ასეთი დარტყმის მსხვერპლი აპოელიც გახდა.
რაც შეეხება არეკ მილიკს, რომელმაც შეხვედრაში წერტილი დასვა – პოლონელმა თავდამსხმელმა “არსენალის” მაისურით ჩატარებულ უკანასკნელ 17 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა.
აქვე ერთი საინტერესო სტატისტიკაც – “აიაქსი” ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც გათამაშება ისე დაასრულა, რომ თამაშგარეში ერთხელაც არ მოხვედრილა.
ჩემპიონთა ლიგის ანტირეკორდი დაამყარა ბატე-მ. ბორისოვული გუნდი პირველია, რომელმაც ერთ გათამაშებაში 22 გოლზე მეტი გაუშვა. იერმაკოვიჩის შეგირდებმა, ჯგუფური ეტაპის 6 მატჩში, მეტოქეებს 24-ჯერ გაატანინეს. აქედან 2 გოლი ბოლო შეხვედრაზე მოდის. “ბილბაომ”, რომელმაც გათამაშება 4 მატჩში 1 ქულის აღებით დაიწყო, უკანასკნელი 2 შეხვედრა მოიგო და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.
ამრიგად, უკვე ყველა 1/8-ფინალისტი ცნობილია. მომდევნო ეტაპზე “ატლეტიკო”, “იუვენტუსი”, “რეალი”, “ბაზელი”, “მონაკო”, “ლევერკუზენი”, “დორტმუნდი”, “არსენალი”, “ბაიერნი”, “სიტი”, “ბარსელონა”, პსჟ, “ჩელსი”, “შალკე”, “პორტუ” და “შახტარი” გავიდნენ. ეს გუნდები ერთმანეთთან 15 დეკემბერს გასამართი წილისყრის დროს დაწყვილდებიან.
იმის გამო, რომ წილისყრა გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს (ერთმანეთს ერთი ქვეყნისა და ერთი ჯგუფის წარმომადგენლები ვერ შეხვდებიან), სხვადასხვა წყვილის შედგენის სხვადასხვა შანსი არსებობს. მაგალითისთვის, ყველაზე დიდი შანსია (28.742%) ერთმანეთს “ჩელსი” და “ლევერკუზენი” დაუპირისპირდნენ. ყველაზე ნაკლებმოსალოდნელი (10.961%) კი “რეალის” “იუვენტუსთან” ან “შახტართან”, “ატლეტიკოს” “შახტართან” ან “ბაზელთან”, ხოლო “პორტუს” “იუვენტუსთან” ან “ბაზელთან” დაპირისპირებაა.
E ჯგუფი
რომა-სიტი 0:2 (0:0)
რომი, “ოლიმპიკო”
რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი (ფლორენცი 78), მანოლასი, იანგა-მბივა, ჰოლებასი, პიანიჩი, კეიტა, ნაინგოლანი, ლიაიჩი (იტურბე 67), ტოტი (დესტრო 70), ჟერვინიო.
მწვრთნელი: რუდი გარსია.
სიტი (4-2-3-1): ჰარტი, საბალეტა, დემიკელისი, მანგალა, კლიში, ფერნანდინიო, ფერნანდუ, ნავასი (სილვა 67), ნასრი (კოლაროვი 89), მილნერი, ჯეკო (იოვეტიჩი 78).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.
გოლები: 0:1 ნასრი (60), 0:2 საბალეტა (86).
გაფრთხილებები: იანგა-მბივა 43 – ჯეკო 43, ნასრი 74.
მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი).
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 14 (6)-9 (4), კუთხური: 7-4, თამაშგარე: 5-3, სეივი: 2-6, ჯარიმა: 11-17.
ბაიერნი-ცსკა 3:0 (1:0)
მიუნხენი, “ალიანც არენა”
ბაიერნი (3-4-3): ნოიერი, ბოატენგი, დანტე, ბერნატი, როდე, ჰოიბიერგი, შვაინშტაიგერი, გაუდინო (ვაიზერი 73), მიულერი (რობენი 46), გიოტცე, რიბერი (ლევანდოვსკი 46).
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა.
ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი, ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, ნაბაბკინი, ვერნბლუმი, ნაჩო (ტოშიჩი 66), მუსა (ეფრემოვი 90), ერემენკო (მილანოვი 82), ძაგოევი, დუმბია.
მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი.
გოლები: 1:0 მიულერი (18), 2:0 როდე (84), 3:0 გიოტცე (90).
გაფრთხილებები: დანტე 68 – ნაჩო 27, ძაგოევი 70, იგნაშევიჩი 90+1.
მსაჯი: ოლეგარიო ბენკერენსა (პორტუგალია).
ბურთის ფლობა: 69%-31%, დარტყმა: 25 (9)-7 (1), კუთხური: 8-5, თამაშგარე: 7-1, სეივი: 1-6, ჯარიმა: 5-8.
1. | ბაიერნი | 6 | 5 | 0 | 1 | 16:4 | 15 |
2. | სიტი | 6 | 2 | 2 | 2 | 9:8 | 8 |
3. | რომა | 6 | 1 | 2 | 3 | 8:14 | 5 |
4. | ცსკა | 6 | 1 | 2 | 3 | 6:13 | 5 |
F ჯგუფი
ბარსელონა-პსჟ 3:1 (2:1)
ბარსელონა, “კამპ ნოუ”
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბარტრა (ადრიანო 90+2), პიკე, მასკერანო, მატიე, პედრო (რაკიტიჩი 67), ბუსკეტსი, ინიესტა (ჩავი 73), მესი, სუარესი, ნეიმარი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე.
პსჟ (4-3-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, ლუისი, სილვა, მაქსველი, ვერატი (პასტორე 62), მოტა, მატუიდი (ლავესი 75), ლუკასი, იბრაჰიმოვიჩი, კავანი.
მწვრთნელი: ლორან ბლანი.
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (15), 1:1 მესი (19), 2:1 ნეიმარი (41), 3:1 სუარესი (77).
გაფრთხილება: კავანი 57.
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).
ბურთის ფლობა: 59%_41%, დარტყმა: 12 (5)-10 (3), კუთხური: 2-3, თამაშგარე: 1-3, სეივი: 2-2, ჯარიმა: 12-12.
აიაქსი-აპოელ 4:0 (1:0)
ამსტერდამი, “ამსტერდამ არენა”
აიაქსი (4-3-3): სილესენი, ვან რეინი, ველტმანი, მოიზანდერი, ვერგევერი, კლაასენი, სერერო, ანდერსენი (რიდევალდი 68), შონე (ელ-გაცი 75), მილიკი (ზივკოვიჩი 85), კიშნა.
მწვრთნელი: ფრანკ დე ბური.
აპოელ (4-2-3-1): პარდო, სერხიო, პაპაცოღლუ, კარლაო, ანტონიადესი, ვინიციუსი, მორაიში (არტიმატასი 72), გომეში, ეფრემი (ალონეფტისი 65), ალექსანდრუ, შერიდანი (სოტერიუ 65).
მწვრთნელი: გეორგიოს დონისი.
გოლები: 1:0 შონე (45+1), 2:0 შონე (50), 3:0 კლაასენი (53), 4:0 მილიკი (74).
გაფრთხილებები: ანტონიადესი 45, ვინიციუსი 47.
მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი).
ბურთის ფლობა: 68%-32%, დარტყმა: 19 (8)-5 (0), კუთხური: 6-3, თამაშგარე: 0-4, სეივი: 0-4, ჯარიმა: 9-8.
1. | ბარსელონა | 6 | 5 | 0 | 1 | 15:5 | 15 |
2. | პსჟ | 6 | 4 | 1 | 1 | 10:7 | 13 |
3. | აიაქსი | 6 | 1 | 2 | 3 | 8:10 | 5 |
4. | აპოელ | 6 | 0 | 1 | 5 | 1:12 | 1 |
G ჯგუფი
ჩელსი-სპორტინგი 3:1 (2:0)
ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ასპილიკუეტა, კეჰილი, ზუმა, ფილიპე ლუისი, მიკელი, მატიჩი, სალაჰი (რემი 71), ფაბრეგასი (ლოფტუს-ჩიკი 83), შიურლე (რამირესი 74), კოსტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.
სპორტინგი (4-1-4-1): პატრისიუ, ესგაიო, მაურიციო, ოლივეირა, ხ. სილვა, კარვალიო (მონტერო 61), კარილიო, მარიო (მარტინსი 70), ა. სილვა, კაპელი (მანე 61), სლიმანი.
მწვრთნელი: მარკო სილვა.
გოლები: 1:0 ფაბრეგასი (8, პენ), 2:0 შიურლე (16), 2:1 ხ. სილვა (50), 3:1 მიკელი (56).
გაფრთხილებები: ასპილიკუეტა 88 – კარვალიო 58, ა. სილვა 79, ხ. სილვა 82, ოლივეირა 90+2.
მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია).
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 16 (5)-13 (4), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 5-2, სეივი: 3-2, ჯარიმა: 10-14.
მარიბორი-შალკე 0:1 (0:0)
მარიბორი, “ლიუდსკი”
მარიბორი (4-4-2): ჰანდანოვიჩი, სტოიანოვიჩი (ვრსიჩი 76), რაიჩევიჩი, არგუსი, ვილერი, სალალიჩი (მენდი 65), მერტელი, ფილიპოვიჩი, ბოჰარი, ტავარესი, იბრაიმი (ზაჰოვიჩი 83).
მწვრთნელი: ანტე სიმუნძა.
შალკე (4-1-3-2): ფერმანი, უჩიდა, ნოიშტადტერი, ჰიოვედესი, ფუხსი, კირხოფი, ბარნეტა (მაიერი 56), აოგო, ჰიოგერი (აიანი 88), ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი (ფრიდრიხი 90+2).
მწვრთნელი: რობერტო დი მატეო.
გოლი: 0:1 მაიერი (62).
მსაჯი: სზიმონ მარსინიაკი (პოლონეთი).
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 15 (3)-18 (4), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 3-5, სეივი: 3-3, ჯარიმა: 6-13.
1. | ჩელსი | 6 | 4 | 2 | 0 | 17:3 | 14 |
2. | შალკე | 6 | 2 | 2 | 2 | 9:14 | 8 |
3. | სპორტინგი | 6 | 2 | 1 | 3 | 12:12 | 7 |
4. | მარიბორი | 6 | 0 | 3 | 3 | 4:13 | 3 |
H ჯგუფი
პორტუ-შახტარი 1:1 (0:0)
პორტუ, “დრაგაო”
პორტუ (4-3-3): ფერნანდესი, რიკარდო, მარკანო, მაიკონი, ალექს სანდრო, კინტერო (ტორესი 69), ნევესი (მარტინს ინდი 41), ევანდრო, კუარეჟმა, აბუბაკარი, ადრიანი (კელვინი 53).
მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი.
შახტარი (4-4-2): პიატოვი, ილსინიო, კრივცოვი, რაკიცკი, შევჩუკი, კოსტა (მარლოსი 66), ფრედი, სტეპანენკო (ფერნანდუ 86), ბერნარდი (ტაისონი 66), ალექს ტეიშეირა, გლადკი.
მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ.
გოლები: 0:1 სტეპანენკო (50), 1:1 აბუბაკარი (87).
გაფრთხილებები: კუარეჟმა 8, მარკანო 64 – რაკიცკი 19, სტეპანენკო 43.
მსაჯი: რუდი ბუკე (საფრანგეთი).
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 14 (5)-7 (2), კუთხური: 6-7, თამაშგარე: 3-4, სეივი: 1-4, ჯარიმა: 13-15.
ბილბაო-ბატე 2:0 (0:0)
ბილბაო, “სან მამესი”
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ირაოლა (ლოპესი 76), სან ხოსე, ლაპორტე, ბალენსიაგა, იტურასპე, რიკო, სუსაეტა, დე მარკოსი, იბაი (ვიგუერა 87), ფერნანდესი (ადურისი 78).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე.
ბატე (4-2-3-1): სოროკო, ოლეხნოვიჩი, ფილიპენკო, ტუბიჩი, კაგუში, ვოლოდკო (სიგნევიჩი 60), იაბლონსკი (ბაგა 77), გორდეიჩუკი, კარნიცკი, ვოლოდკო, როდიონოვი (ლიხტაროვიჩი 83).
მწვრთნელი: ალექსანდრ იერმაკოვიჩი.
გოლები: 1:0 სან ხოსე (47), 2:0 სუსაეტა (88).
გაფრთხილებები: ირაოლა 24, რიკო 90+3 – იაბლონსკი 22.
მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია).
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 28 (8)-2 (0), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 1-4, სეივი: 0-6, ჯარიმა: 6-11.
1. | პორტუ | 6 | 4 | 2 | 0 | 16:4 | 14 |
2. | შახტარი | 6 | 2 | 3 | 1 | 15:4 | 9 |
3. | ბილბაო | 6 | 2 | 1 | 3 | 5:6 | 7 |
4. | ბატე | 6 | 1 | 0 | 5 | 2:24 | 3 |