კალათბურთი

2:43 | 11.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის სასტარტო და საჯარიმოები

გიორგი შერმადინის “ფოქსთაუნ კანთუმ” ევროთასზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. იტალიურმა კლუბმა ფრანგულ “დიჟონს” უმასპინძლა და მეტოქე 89:63 გაანადგურა.

საქართველოს ნაკრების ცენტრი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 19:14 წუთში 4 ქულა და 5 მოხსნა (2 შეტევაში) მოაგროვა.

ცოტა უცნაური კი არის, თუმცა, გიორგის თამაშიდან საერთოდ არ შეუტევია, 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

კანტუელთა გამარჯვებაში ლომის წვლილი ამერიკელმა დარიუს ჯონსონ-ოდომმა დაიდო, რომელმაც 28:10 წუთში 31 ქულა ჩააგდო.

“ფოქსთაუნ კანტუს” 4 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა და ევროთასის B ჯგუფში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, რაც შემდეგ ეტაპზე გასვლის უფლებას იძლევა.

დასკვნით ტურში, 17 დეკემბერს, შერმადინის კლუბი ბელგიურ “ტელენეტ ოსტენდეს” ესტუმრება.

0.120895