ფეხბურთი

23:50 | 10.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

10 ჯერაც გასარკვევია

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის წინ, უკვე ცნობილია იმ 14 გუნდის ვინაობა, რომლებიც პლეი ოფში ითამაშებენ, დანარჩენი 10 ადგილისთვის კი, 18 გუნდი იბრძოლებს.

ხუთ გუნდს - “ზალცბურგს”, მოსკოვის “დინამოს”, “ინტერს”, “ევერტონსა” და “ფიორენტინას” ჯგუფში პირველი ადგილი დაბევებული აქვს. პლეი ოფში არიან და პირველი ადგილის დაკავების შანსი აქვთ “ტოტენჰემს”, “ბეშიქთაშს”, “ფეინოორდს”, “ნაპოლის”, კიევის “დინამოს”, “ლეგიას” და “ტრაბზონსფორს”, ხოლო “სელტიკი” და პსვ 1/16-ფინალში მეორე ადგილიდან მოხვდნენ.

A ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლის შანსს ერთბაშად სამი გუნდი ინარჩუნებს. მთავარი ბრძოლა გერმანიაშია, სადაც “გლადბახი” “ციურიხს” მასპინძლობს და ფრის შემთხვევაშიც კი, 1/16-ფინალის საგზურს ინაღდებს. შვეიცარიელებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ, მაგრამ გერმანული კლუბის ბარიერი შვეიცარიელებს აქამდე არასდროს დაუძლევიათ. უფრო მეტიც, “ციურიხს” ამ ქვეყნის კლუბებთან მხოლოდ ორი გამარჯვება აქვთ, ორივეჯერ საკუთარ მოედანზე და შორეულ 1977 და 1981 წლებში. ერთხელ, 2008 წელს შვეიცარიელებმა ჰამბურგში ფრედ ითამაშეს, მაგრამ ორი მატჩის ჯამში უეფას თასის გათამაშებას მაინც დაემშვიდობნენ, დანარჩენ 5 შემთხვევაში კი, დამარცხდნენ. კიდევ ერთი ფრე პირველ წრეში, ციურიხში დაფიქსირდა (1:1), მაგრამ ახლა ფავორიტი “გლადბახია”. პარალელურ მატჩში “ვილიარეალი” კვიპროსზე “აპოლონს” ეთამაშება და ჯგუფიდან იმ შემთხვევაშიც გავა, თუ “ციურიხი” გერმანიაში გამარჯვებას ვერ მოიპოვებს.

B ჯგუფში სასწაული უნდა მოხდეს, “ბრიუგემ” ჯგუფური ეტაპი რომ ვერ დაძლიოს. ძნელად სავარაუდოა ფინურმა “ჰიკმა” მისი 4 ბურთის სხვაობით ძლევა შეძლოს, თუმცა, ფინელებს მოგება მაინც სჭირდებათ, რადგან თუ “ტორინო” დანიაში უმოტივაციო “კოპენჰაგენთან” დამარცხდება, მეორე ადგილზე გასვლის შანსი უჩნდებათ.

მომდევნო სამ ჯგუფში ყველაფერი დალაგებულია, აი F ჯგუფში კი, სენსაციის კონტურები იხაზება. “ყარაბაღს” ბაქოში უმოტივაციო “ინტერის” დამარცხება მართებს და პირველად აზერბაიჯანული ფეხბურთის ისტორიაში, ამ ქვეყნის წარმომადგენელი 1/16-ფინალში გავა. მაგრამ იტალიური კლუბის დამარცხება იოლი არ იქნება და ამით “”დნიპროსა” და “სენტ-ეტიენს” შანსი უჩნდებათ. აღსანიშნავია, რომ ფრანგებმა ჯგუფში აქამდე ჩატარებული ხუთივე თამაში ფრედ დაასრულეს და შესაძლოა ისე მოხდეს, რომ ვერც ამჯერად იმარჯვონ, მაგრამ მოგების გარეშე 1/16-ფინალში მაინც გავიდნენ.

G ჯგუფში ხორვატული “რიეკა” საკუთარ თავს უნდა გადაახტეს და ესპანეთში თასის მფლობელი “სევილია” დაამარცხოს, რათა თასისთვის ბრძოლა გააგრძელოს. რადგან აქ რომელიმე გუნდი ქულებს აუცილებლად დაკარგავს, “ფეიონოორდი” ბელგიაში მშვიდად ჩადის და მხოლოდ პირველი ადგილის დაკავებისთვის იბრძოლებს.

კიდევ ერთი ფრანგული კლუბი, რომელსაც ჯერ თამაში არ მოუგია, მაგრამ ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს “ლილია”, რომელმაც 4 შეხვედრა ფრედ დაასრულა და ერთხელ დამარცხდა. ახლა ყველაფერი მის ხელშია და თუ “ვოლფსბურგს” დაამარცხებს, მას ურთიერთშეხვედრებით აჯობებს და 1/16-ფინალისკენ გზა გაიხსნება.

I ჯგუფში “ნაპოლი” უქულო “სლოვანს” მასპინძლობს და ჯგუფური ეტაპის დასაძლევად ფრეც აძლევს ხელს. სამაგიეროდ, შვეიცარიაში “იანგ ბოიზი” და “სლოვანი” სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეიბმებიან. შვეიცარიელებს მოგება უნდათ და პირველ წრეში 1:3 მარცხისთვის რევანშიც სწყურიათ, ჩეხებს ფრეც ყოფნით.

J ჯგუფში კიევის “დინამო” ბუქარესტში “სტიაუას” ეთამაშება. უკრაინელებს თავი ქუდში აქვთ, მაგრამ მასპინძლებს აუცილებლად მოგება უნდათ და დიდი ხნის მეტოქესთან დიდი ბრძოლა ექნებათ. ამასთან, რუმინელებს თვალი პორტუგალიისკენ ექნებათ, სადაც დანიური “ოლბორგი” უიმედო აუტსაიდერ “რიუ ავეს” ეთამაშება და თუ გამარჯვება მოახერხა, “სტიაუს” აღარაფერი ეშველება. ბოლოსწინა ჯგუფში მეორე ადგილისთვის საბერძნეთში იბრძოლებენ პაოკი და ფრანგული “გენგამი”.

ევროპის ლიგა 2014/2015.

VI ტური. 11 დეკემბერი

A ჯგუფი

გლადბახი (გერმანია) - ციურიხი (შვეიცარია)

აპოლონი (კვიპროსი) - ვილიარეალი (ესპანეთი)

1.

გლადბახი

5

2

3

0

11:4

9

2.

ვილიარეალი

5

2

2

1

13:7

8

3.

ციურიხი

5

2

1

2

10:11

7

4.

აპოლონი

5

1

0

4

4:16

3

B ჯგუფი

ბრიუგე (ბელგია) - ჰიკი (ფინეთი)

კოპენჰაგენი (დანია) - ტორინო (იტალია)

1.

ბრიუგე

5

2

3

0

8:1

9

2.

ტორინო

5

2

2

1

4:2

8

3.

ჰიკი

5

2

0

3

4:9

6

4.

კოპენჰაგენი

5

1

1

3

4:8

4

C ჯგუფი

პარტიზანი (სერბეთი) - ასტერასი (საბერძნეთი)

ბეშიქთაში (თურქეთი) - ტოტენჰემი (ინგლისი)

1.

ტოტენჰემი

5

3

2

0

9:3

11

2.

ბეშიქთაში

5

2

3

0

10:5

9

3.

ასტერასი

5

1

2

2

7:10

5

4.

პარტიზანი

5

0

1

4

1:9

1

D ჯგუფი

ზალცბურგი (ავსტრია) - ასტრა (რუმინეთი)

დინამო (ზაგრები, ხორვატია) - სელტიკი (შოტლანდია)

1.

ზალცბურგი

5

4

1

0

16:7

13

2.

სელტიკი

5

2

2

1

7:7

8

3.

ასტრა

5

1

1

3

5:10

4

4.

დინამო ზაგრები

5

1

0

4

8:12

3

E ჯგუფი

პსვ (ჰოლანდია) - დინამო (მოსკოვი, რუსეთი)

პანათინაიკოსი (საბერძნეთი) - ეშტიროლი (პორტუგალია)

1.

დინამო მოსკოვი

5

5

0

0

8:3

15

2.

პსვ

5

2

2

1

8:7

8

3.

ეშტიროლი

5

1

1

3

6:7

4

4.

პანათინაიკოსი

5

0

1

4

5:10

1

F ჯგუფი

დნიპრო (უკრაინა) - სენტ-ეტიენი (საფრანგეთი)

ყარაბაღი (აზერბაიჯანი) - ინტერი (იტალია)

1.

ინტერი

5

3

2

0

6:2

11

2.

ყარაბაღი

5

1

2

2

3:5

5

3.

სენტ-ეტიენი

5

0

5

0

2:2

5

4.

დნიპრო

5

1

1

3

3:5

4

G ჯგუფი

სტანდარდი (ბელგია) – ფეინოორდი (ჰოლანდია)

სევილია (ესპანეთი) - რიეკა (ხორვატია)

1.

ფეინოორდი

5

3

0

2

7:6

9

2.

სევილია

5

2

2

1

7:5

8

3.

რიეკა

5

2

1

2

7:7

7

4.

სტანდარდი

5

1

1

3

4:7

4

H ჯგუფი

ლილი (საფრანგეთი) - ვოლფსბურგი (გერმანია)

ევერტონი (ინგლისი) - კრასნოდარი (რუსეთი)

1.

ევერტონი

5

3

2

0

10:2

11

2.

ვოლფსბურგი

5

2

1

2

11:10

7

3.

ლილი

5

0

4

1

3:6

4

4.

კრასნოდარი

5

0

3

2

6:12

3

I ჯგუფი

იანგ ბოიზი (შვეიცარია) - სპარტა (ჩეხეთი)

ნაპოლი (იტალია) - სლოვანი (სლოვაკეთი)

1.

ნაპოლი

5

3

1

1

8:3

10

2.

სპარტა

5

3

1

1

11:4

10

3.

იანგ ბოიზი

5

3

0

2

11:7

9

4.

სლოვანი

5

0

0

5

1:17

0

J ჯგუფი

სტიაუა (ტუმინეთი) - დინამო (კიევი, უკრაინა)

რიუ ავე (პორტუგალია) - ოლბორგი (დანია)

1.

დინამო კიევი

5

4

0

1

10:4

12

2.

ოლბორგი

5

3

0

2

5:8

9

3.

სტიაუა

5

2

1

2

11:7

7

4.

რიუ ავე

5

0

1

4

3:10

1

K ჯგუფი

პაოკი (საბერძნეთი) - გენგამი (საფრანგეთი)

ფიორენტინა (იტალია) - დინამო (მინსკი, ბელარუსი)

1.

ფიორენტინა

5

4

1

0

10:2

13

2.

გენგამი

5

2

1

2

5:5

7

3.

პაოკი

5

2

1

2

9:5

7

4.

დინამო მინსკი

5

0

1

4

1:13

1

L ჯგუფი

მეტალისტი (უკრაინა) - ლოკერენი (ბელგია)

ლეგია (პოლონეთი) - ტრაბზონსფორი (თურქეთი)

1.

ლეგია

5

4

0

1

5:2

12

2.

ტრაბზონსფორი

5

3

1

1

8:4

10

3.

ლოკერენი

5

2

1

2

3:4

7

4.

მეტალისტი

5

0

0

5

3:9

0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11597