ფეხბურთი

23:18 | 10.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერაციის შემდეგი ვიზიტი: ამსტერდამი

როგორც "მსოფლიო სპორტმა" შეიტყო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე 11 დეკემბერს ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში გაემგზავრებიან. ისინი ერთ-ერთ ჰოლანდიელ მწვრთნელს შეხვდებიან. თემა, რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების შესაძლო გაწვრთნაა.

სიჭინავა და არველაძე უკვე იყვნენ ბაქოში, სადაც შეხვდნენ ბაქოს "ინტერის" მწვრთნელ კახა ცხადაძეს. ჯერ უცნობია, დაინიშნება თუ არა ცხადაძე საქართველოს ნაკრების თავკაცად – საკითხი გადაწყვეტილი არაა და მეტიც, მის გარდა, კიდევ არაერთი კანდიდატია.

როგორც შევიტყვეთ, კანდიდატთა სიაში უცხოელები სჭარბობენ, მაგრამ გვარები არ სახელდება. საკმაო შანსია, საბოლოოდ ერთ-ერთი ჰოლანდიელი სპეციალისტი დაინიშნოს.

0.113609