ფეხბურთი

15:38 | 10.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი: "მერვედფინალში თამაშს არ ვიმსახურებდით"

"ლივერპულის" კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა "ბაზელთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ახლა "მერსისაიდელებმა" ფოკუსირება პრემიერლიგაზე უნდა გააკეთენ.

"ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მოხვედრას არ ვიმსახურებდით, არა მარტო ამ მატჩის გათვალისწინებით, არამედ წინა მატჩების მიხედვითაც. საუბედუროდ, საკმარისად მზად არ ვიყავით ამ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. წინ იანვარი გველოდება და კარგი თავდამსხმელის დამატება გვჭირდება, რომელიც შეძლებს ბევრი გოლი გაიტანოს და დაგვეხმაროს პრემიერლიგის ოთხეულში მოსახვედრად. მარიო ბალოტელიმაც მაღალ დონეზე უნდა დაიწყოს თამაში." - განაცხადა ინგლისელმა ფეხბურთელმა.

ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში "ლივერპულმა" 6 თამაშში 5 ქულა მოაგროვა, მესამე ადგილი გავიდა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა. ლივერპულელები პრემიერლიგაშიც სახარბიელო შედეგით ვერ გამოირჩევიან. "მერსისაიდელებს" 15 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილი უკავიათ და ჩემპიონთა ლიგის ზონას 6 ქულა აშორებთ, პირველ ადგილოსან "ჩელსისთან" კი - 15 ქულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11337