ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი, საწყისი რაუნდი დასძლია.
ბასილაშვილმა კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ინდოელ სუმიტ ნაგალი 4:6, 7:5, 6:3 დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ – იტალიელ ჯორჯიო პორტალურის ეთამაშება.