სხვა

15:17 | 10.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოკრივეთა ვერცხლი და ბრინჯაო ბაქოდან

4-8 დეკემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდა მოკრივეთა შორის, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრების 6 სპორტსმენმა.

60 კგ. წონით კატეგორიაში მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა ფოთელი ბადრი წიფურია, ხოლო 64 კგ. წონით კატეგორიაში მე-2 ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა თბილისელმა ესკერხან მადიევმა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.125091