ჭადრაკი

14:49 | 10.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასისთვის 63 მოჭადრაკე იბრძოლებს

თბილისის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს თასის რიგით მესამე გათამაშებამ. შეჯიბრში 63 მოჭადრაკე მონაწილეობს, რომელთაგან 25 საერთაშორისო წოდების მატარებელია.

სატურნირო რეიტინგ-სიას დავით ჯოჯუა ლიდერობს 2583 ელო-პუნქტით. ქალთა შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონ ნინო ხურციძეს გააჩნია – 2451.

პირველ ტურს სენსაციების გარეშე არ ჩაუვლია. მოულოდნელი მარცხი განიცადეს საერთაშორისო ოსტატებმა კახა შალამბერიძემ და ბაჩანა მორჩიაშვილმა, შესაბამისად, ირაკლი ახვლედიანთან და ლუკა ობოლაძესთან.

მოულოდნელობას განეკუთვნება 10 წლამდე ასაკის ბიჭებს შორის ევროპის 2014 წლის ვერცხლის პრზიორის ლევან კაჭარავას ფრეც შოთა აზალაძესთან.

ცნობისთვის, საქართველოს თასის გათამაშება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად იმართება. მონაწილეებს აქვთ 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

ტურნირის საპრიზო ფონდი 12 000 ლარია, საიდანაც ვაჟებში საუკეთესო 2500 ლარს მიიღებს, ხოლო ქალებში ჩემპიონი – 1 250-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125291