ფეხბურთი

14:16 | 10.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ენრიკე იბრაჰიმოვიჩს უფრთხის

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "პარი სერ ჟერმენთან" დაპირისპირებამდე პრესკონფერენცია გამართა და მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა.

ესპანელი სპეციალისტის მთავარი საზრუნავი შვედი თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის გაჩერებაა. ენრიკე აღნიშნავს, რომ "ბლაუგრანას" მცველებმა შვედს ბურთი არ უნდა დააჭერინონ და შეტევების განხორციელების წყარო უნდა გადაუკეტონ.

"ვფიქრობ ჩვენ უფრო იღბლიანები ვართ, რადგან ჩვენი იდეოლოგია მოგებას უკავშირდება. ვეთამაშებით გუნდს, რომელსაც მსგავსი საფეხბურთო ფილოსოფია აქვს. პსჟ-მ იბრაჰიმოვიჩის გარეშე მოგვიგო და ახლა მასთან ერთად უფრო საშიში გუნდია. ჩვენ ვსაუბრობთ ტოპ-კლასის ფეხბურთელზე, რომლის გაჩერებაც რთულია. თუ ჩვენი მცველები შეძლებენ მას ბურთი არ დააჭერინონ და შეტევების განხორციელების არეალი გადაუკეტონ, ყველაფერი კარგად წარიმართება. გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ერთადერთი ჯგუფი სადაც პირველი ადგილის მფლობელის ვინაობა გარკვეული არაა F ჯგუფია. "ბარსელონა" დღეს, "კამპ ნოუზე" პსჟ-ს დაუპირისპირდება და მხოლოდ მოგების შემთხვევაში გაინაღდებს პირველ ადგილს.

0.117735