ფეხბურთი

11:06 | 10.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" მუნირს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მუნირ ელ ჰადადიმ კატალონიის "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

19 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს ბევრი ევროპული გრანდი იჩენდა, შესაბამისად "ბლაუგრანამ" მუნირს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა და ახლა ესპანელის გამოსასყიდი თანხა 35 მილიონ ევროს შეადგენს.

ელ ჰადადისთვის 2014 წელი მნიშვნელოვანი გახლდათ. ახალგაზრდა თავდამსხმელი "ბარსელონას" პირველ გუნდში დააწინაურეს და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს.

მიმდინარე სეზონში მაროკოული ფესვების მქონე მოთამაშემ "ბლაუგრანას" პირველ გუნდში 12 მატჩი ჩაატარა და პირად აქტივს თითო-თითო გოლი და შედეგიანი გადაცემა შემატა.

0.155612