ფეხბურთი

2:52 | 10.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“იუვე”, “ბაზელი” და “მონაკო” 1/8-ფინალში, “ლივერპული” – ევროპის ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის A-B ჯგუფებიდან 1/8-ფინალში გამსვლელი ყველა გუნდი გაირკვა. მე-6 ტურში მომდევნო ეტაპის საგზური “იუვენტუსმა”, “მონაკომ” და “ბაზელმა” მოიპოვეს. ბოლო მათგანის 1/8-ფინალში გასვლას შეგვიძლია მოულოდნელობა ვუწოდოთ.

“ბაზელი”, ბოლო ტურში, “ლივერპულს” სტუმრობდა. ინგლისური გუნდი, მოგების შემთხვევაში, ჯგუფში მე-2 ადგილს იკავებდა, მაგრამ თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში როჯერსის გუნდს არაფერი გაუკეთებია ისეთი, რომ 1/8-ფინალში გასვლა დაემსახურებინოს.

სტუმრებმა პირველი ტაიმი ფრაის მიერ საჯარიმოს წინა ხაზიდან გატანილი გოლით მოიგეს. მე-2 ნახევრის დასაწყისში, როჯერსმა 2 ცვლილება განახორციელა და მათგან ერთი მალევე ინანა. შეხვედრის მე-60 წუთზე, შეცვლაზე შესულმა ლაზარ მარკოვიჩმა არაპროფესიონალიზმი გამოავლინა – სერბმა თავდამსხმელმა მეტოქეს ხელი სახის მიმართულებით მოუქნია. კონტაქტი მინიმალური იყო, მაგრამ “ბაზელის” ფეხბურთელმა სათანადოდ გააფორმა, ამას ისიც დაემატა, რომ მარკოვიჩმა ხელი აშკარად განზრახ მოიქნია და არბიტრმა 20 წლის ფეხბურთელი მოედნიდან უყოყმანოდ გააძევა.

მოედანზე 10 კაცით დარჩენის მიუხედავად, “ლივერპულმა” ბოლომდე იბრძოლა. 81-ე წუთზე, სტივენ ჯერარდმა საჯარიმო დარტყმა ძალიან კარგად შეასრულა და “ენფილდზე” შეკრებილ გულშემატკივრებს იმედი ჩაუსახა. მასპინძლებმა კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ 1/8-ფინალში გასვლისთვის საჭირო გოლი ვერ გაიტანეს და ევროპის ლიგაზე გადაინაცვლეს.

იმავე ჯგუფში, “რეალი”, როგორც მოსალოდნელი იყო, “ლუდოგორეცს” იოლად გაუსწორდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მადრიდელებმა ზედიზედ მე-19 თამაში მოიგეს. “რეალი” პირველი ესპანური გუნდია, რომელსაც ეს შედეგი აქვს. გარდა ამისა, “რეალი” ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩის მოგება 2-ჯერ მოახერხა.

კარლო ანჩელოტის გუნდი თავიდანვე ფავორიტი იყო და მე-19 წუთზე, როდესაც მარსელინიომ ბურთი ცარიელი კარიდან ხელით გამოიტანა, ცხადი გახდა, რომ სტუმრებს მინიმალური შანსიც აღარ რჩებოდათ. “ლუდოგორეცი” მოედანზე 10 კაცით დარჩა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან, ანგარიში გახსნა.

“რეალის” პორტუგალიელმა ლიდერმა ჩემპიონთა ლიგაზე თავისი 72-ე გოლი გაიტანა და მან მადრიდელთა ლეგენდას, რაულს გადაასწრო. ის მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩება.

“ლუდოგორეცთან” მატჩი კრიშტიანუ რონალდუსთვის ჩემპიონთა ლიგაზე პირველი იყო, რომელშიც მან გუნდს უკაპიტნა. არადა, პორტუგალიელი ამ ტურნირზე უკვე 109-ე თამაშს ატარებდა. კაპიტნის სამკლაურის პირველად მოსარგებად ამაზე მეტი თამაშის ჩატარება მხოლოდ კლარენს ზეედორფს დასჭირდა, რომელმაც გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე პირველად 117-ე თამაშში უკაპიტნა.

საინტერესოა, რომ როგორც მესიმ, ასევე რონალდუმ რაულის მიღწევა იმ მატჩში გააუმჯობესეს, რომელშიც ისინი ჩემპიონთა ლიგაზე პირველად კაპიტნობდნენ.

“იუვენტუსისა” და “ატლეტიკოს” შორის გამართულ შეხვედრაში ფრე ორივე გუნდს აწყობდა – მასპინძლები მომდევნო ეტაპზე გადიოდნენ, ხოლო სტუმრები პირველ ადგილს ინარჩუნებდნენ. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ ყოფილა, რომ 3 ქულის ასაღებად გუნდებმა მთელი ძალისხმევა არ დახარჯეს. “იუვე” 2 ბურთით მოგებას პირველ ადგილზე გაყავდა და ტურინელები მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ კიდეც, მაგრამ ეს ერთი გოლის გასატანადაც არ აღმოჩნდა საკმარისი.

ტურინული თამაში იმით იყო გამორჩეული, რომ მწვრთლებს ერთი ცვლილებაც არ განუხორციელებიათ. ჩემპიონთა ლიგაზე (1992 წლიდან) ასეთი რამ მესამედ მოხდა.

“მონაკოსა” და “ზენიტს” შორის გამართულ შეხვედრაში, მასპინძლებს ქულაც ხელს აძლევდათ. იმის გათვალისწინებით, რომ სტუმრებმა გოლი ვერ გაიტანეს, “მონაკომ” ხელიდან გაუშვა შანსი გამხდარიყო ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი, რომელიც ჯგუფიდან მხოლოდ 2 გოლის გატანით გავიდოდა. თუმცა, “ზენიტთან” 2:0 მოგებამ “მონაკოს” იმით არგო, რომ ისარგებლა რა “ლევერკუზენის” ფრით, ეს გუნდი პირველ ადგილზე გავიდა.

D ჯგუფში 1/8-ფინალში გამსვლელი ორივე გუნდიც გარკვეული იყო ევროპის ლიგის საგზურის მფლობელიც. გასარკვევი ისღა რჩებოდა, ვინ დაიკავებდა პირველ ადგილს. “დორტმუნდის” ფრის შემთხვევაში, “არსენალს” პირველობისთვის 6 ბურთის სხვაობით მოგება ჭირდებოდა. ლონდონელებმა კარგად დაიწყეს და ლიგაზე დებიუტის მქონე მწვრთნელის, ჰამზა ჰამზაოღლუს გუნდს პირველ ტაიმში 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს, მაგრამ ამაზე დიდი სხვაობით მოგება ვერ მოახერხეს და მე-2 ადგილს დასჯერდნენ.

თამაშის გმირად არონ რემზი იქცა, რომელმაც აქტივში 2 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. უელსელმა ფეხბურთელმა, ჩემპიონთა ლიგაზე, 7 გოლი გაიტანა, ყველა მათგანი ჯგუფურ ეტაპზე და 6 სტუმრად გამართულ შეხვედრაში.

რემზის მსგავსად დუბლი გაიფორმა ლუკაშ პოდოლსკიმაც, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე, “არსენალის” მაისურით, სასტარტო შემადგენლობაში მერვედ ითამაშა და მეტოქის კარი მეშვიდედ აიღო.

“გალათასარაის” მხრიდან ერთადერთი გოლი უესლი სნეიდერმა ჯარიმიდან გაიტანა. ჰოლანდიელის ზუსტი დარტყმის შემდეგ “გალათასარაის”, ჩემპიონთა ლიგაზე, 100 გოლი დაუგროვდა.

A ჯგუფი

ოლიმპიაკოსი-მალმიო 4:2 (1:0)

პირეოსი, “გეორგიოს კარაისკაკი”

ოლიმპიაკოსი (4-4-1-1): ხიმენესი, ელაბდელაუი, ბოტია, აბიდალი, მასუაკუ, ფუსტერი (აფელაი 77), ნდინგა, მანიატისი, კასამი, დომინგესი (სიოვასი 89), მიტროღლუ (ბენიტესი 88).

მწვრთნელი: მიჩელი.

მალმიო (4-4-2): ოლსენი, რიკარდინიო, ჰალსტი, ელანდერი, კონატე (კროონი 57), ტინერჰოლმი, ერიკსონი (ტერნი 75), ადუ, ფორსბერგი, როზენბერგი, ტელინი (სიბისკი 80).

მწვრთნელი: აგე ჰარეიდე.

გოლები: 1:0 ფუსტერი (22), 1:1 კროონი (59), 2:1 დომინგესი (63), 2:2 როზენბერგი (81), 3:2 მიტროღლუ (87), 4:2 აფელაი (90).

გაფრთხილებები: ერიკსონი 25, ადუ 30, ელანდერი 69, ჰალსტი 71.

გაძევება: ადუ 90+3.

მსაჯი: სტეფან ლენუა (საფრანგეთი).

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 24 (12)-10 (2), კუთხური: 7-4, თამაშგარე: 4-1, სეივი: 0-8, ჯარიმა: 10-17.

იუვენტუსი-ატლეტიკო 0:0

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი, ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა, ვიდალი, პირლო, პოგბა, პერეირა, ლიორენტე, ტევესი.

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

ატლეტიკო (4-4-1-1): მოია, ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, სიკეირა, თურანი, სუარესი, გაბი, კოკე, გარსია, მანჯუკიჩი.

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.

გაფრთხილებები: ვიდალი 22 – სუარესი 26, სიკეირა 37.

მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია).

ბურთის ფლობა: 68%-32%, დარტყმა: 11 (4)-6 (4), კუთხური: 6-3, თამაშგარე: 1-0, სეივი: 4-4, ჯარიმა: 14-15.

1. ატლეტიკო 6 4 1 1 14:3 13
2. იუვენტუსი 6 3 1 2 7:4 10
3. ოლიმპიაკოსი 6 3 0 3 10:13 9
4. მალმიო 6 1 0 5 4:15 3

B ჯგუფი

ლივერპული-ბაზელი 1:1 (0:1)

ლივერპული, “ენფილდი”

ლივერპული (4-2-3-1): მინოლე, ჯონსონი, შკრტელი, ლოვრენი, ენრიკე (რომერო 46), ლეივა (კოუტინიო 74), ალენი, ჰენდერსონი, ჯერარდი, სტერლინგი, ლამბერტი (მარკოვიჩი 46).

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.

ბაზელი (3-4-1-2): ვაცლიკი, შერი, სუხი, საფარი, ქსაკა, ელნენი (დიასი 83), ფრაი, გაში, ზუფი (სამუელი 88), შტრელერი (ემბოლო 74), გონსალესი.

მწვრთნელი: პაულო სოუზა.

გოლები: 0:1 ფრაი (25), 1:1 ჯერარდი (81).

გაფრთხილებები: ლეივა 47, ლოვრენი 66, მორენო 77 – შერი 80.

გაძევება: მარკოვიჩი 60.

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).

ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 16 (5)-17 (4), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 2-2, სეივი: 3-4, ჯარიმა: 12-16.

რეალი-ლუდოგორეცი 4:0 (2:0)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-4-2): ნავასი, არბელოა, ვარანი, ნაჩო, კოენტრაუ (მარსელო 60), ბეილი (მედრანი 83), ილიარამენდი, კროოსი (ხესე 60), ისკო, რონალდუ, ერნანდესი.

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

ლუდოგორეცი (4-2-3-1): სტოიანოვი, კაისარა, ტერზიევი, მოტი, მინევი, დიაკოვი, ესპინიო (ანისეტი 63), ალექსანდროვი (ვანდერსონი 61), მარსელინიო, მისიჯანი (ჟუნინიო 72), აბალო.

მწვრთნელი: გეორგი დერმენჯიევი.

გოლები: 1:0 რონალდუ (20), 2:0 ბეილი (38), 3:0 არბელოა (80), 4:0 მედრანი (88).

გაფრთხილება: მარსელო 86.

გაძევება: მარსელინიო 19.

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი).

ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 32 (12)-9 (4), კუთხური: 17-3, თამაშგარე: 2-3, სეივი: 4-8, ჯარიმა: 8-8.

1. რეალი 6 6 0 0 16:2 18
2. ბაზელი 6 2 1 3 7:8 7
3. ლივერპული 6 1 2 3 5:9 5
4. ლუდოგორეცი 6 1 1 4 5:14 4

C ჯგუფი

მონაკო-ზენიტი 2:0 (0:0)

მონაკო, “ლუი II”

მონაკო (4-1-4-1): სუბასიჩი, ფაბინიო, უოლასი, აბდენუ, რაგი, ტულალანი, დირარი (სილვა 90), ბაკაიოკო, მოუტინიო, ფერეირა (ოკამპოსი 90+2), ბერბატოვი (მარტიალი 56).

მწვრთნელი: ლეონარდუ ჟარდიმი.

ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი, სმოლნიკოვი (რიაზანცევი 79), გარაი, ლომბაერტსი, კრიშიტო, ფაიზულინი (შატოვი 68), გარსია, ჰალკი, დანი, ვიტსელი, რონდონი.

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში.

გოლები: 1:0 აბდენუ (63), 2:0 ფაბინიო (89).

გაფრთხილებები: რაგი 26, ტულალანი 81 – ლომბაერტსი 10, ფაიზულინი 62.

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 10 (3)-6 (3), კუთხური: 4-3, თამაშგარე: 4-1, სეივი: 3-1, ჯარიმა: 9-18.

ბენფიკა-ლევერკუზენი 0:0

ლისაბონი, “და ლუჟი”

ბენფიკა (4-1-3-2): არტური, ალმეიდა, ლოპესი, მარტინსი, ბენიტო, კრისტანტე, ბებე (ტეიშეირა 87), პიცი, ჯონი, ლიმა (ტალისკა 62), დერლეი (ოლივეირა 76).

მწვრთნელი: ჟორჟე ჟეზუსი.

ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო, ჰილბერტი, თორფაქი, სპაჰიჩი, ბოენიში, კასტრო, როლფესი (კისლინგი 83), ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, კრუზე (ბრანდტი 46), დრმიჩი (სონი 71).

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი.

გაფრთხილებები: კრისტანტე 36 – ბოენიში 26, თორფაქი 32.

გაძევება: თორფაქი 90+1.

მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი (ბელარუსი).

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 12 (2)-11 (4), კუთხური: 7-3, თამაშგარე: 1-5, სეივი: 4-2, ჯარიმა: 11-14.

1. მონაკო 6 3 2 1 4:1 11
2. ლევერკუზენი 6 3 1 2 7:4 10
3. ზენიტი 6 2 1 3 4:6 7
4. ბენფიკა 6 1 2 3 2:6 5

D ჯგუფი

გალათასარაი-არსენალი 1:4 (0:3)

სტამბული, “თურქ ტელეკომ არენა”

გალათასარაი (4-4-1-1): ბოლატი, კამდალი (ალთინთოფი 46), კაია, ბალთა, ტელესი, ბრუმა (ადინი 77), მელო, ჩოლაქი, სნეიდერი, ილმაზი (ოზთექინი 46), ბულუთი

მწვრთნელი: ჰამზა ჰამზაოღლუ.

არსენალი (4-3-3): სშეზნი, დებუში (ო’კონორი 77), მერტეზაკერი, ჩემბერსი, ბელერინი, ჩემბერლენი, ფლამინი (ზელალემი 46), რემზი (მეიტლანდ-ნეილსი 46), კემპბელი, სანოგო, პოდოლსკი.

მწვრთნელი: არსენ ვენგერი.

გოლები: 0:1 პოდოლსკი (3), 0:2 რემზი (11), 0:3 რემზი (29), 1:3 სნეიდერი (89), 1:4 პოდოლსკი (90+2).

გაფრთხილებები: მელო 33, კამდალი 43, კაია 57 – ფლამინი 15, დებუში 65, პოდოლსკი 65.

მსაჯი: დავიდ ფერნადნეს ბორბალანი (ესპანეთი).

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 32 (7)-13 (6), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 0-3, სეივი: 2-6, ჯარიმა: 10-15.

დორტმუნდი-ანდერლეხტი 1:1 (0:0)

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

დორტმუნდი (4-2-3-1): ლანგერაკი, დურმი, სუბოტიჩი, გინტერი, შმელცერი (ობამეიანგი 75), გიუნდოგანი (კირხი 66), შაჰინი, მხითარიანი, კაგავა (კუბა 84), გროსკროიტცი, იმობილე.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი.

ანდერლეხტი (4-2-3-1): პროტო, ვანდენ ბორე, მბემბა, დეშახტი, ნ’საკალა, დენდონკერი, კლიესტანი (ტილემანი 69), კონტე (გოჰი 79), პრაეტი, აშემპონგი, მიტროვიჩი (ჰეილენი 89).

მწვრთნელი: ბესნიკ ჰასი.

გოლები: 1:0 იმობილე (58), 1:1 მიტროვიჩი (84).

გაფრთხილება: დეშახტი 62.

მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო (ესპანეთი).

ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 20 (9)-7 (2), კუთხური: 4-3, თამაშგარე: 4-0, სეივი: 1-8, ჯარიმა: 10-7.

1. დორტმუნდი 6 4 1 1 14:4 13
2. არსენალი 6 4 1 1 15:8 13
3. ანდერლეხტი 6 1 3 2 8:10 6
4. გალათასარაი 6 0 1 5 4:19 1

0.282771