“დეილი მეილის” ცნობით, ლონდონის “არსენალი” 16 წლის პოლონელი მოთამაშით კრისტიან ბიელიკით დაინტერესდა. ვარშავის “ლეგიას” საყრდენ ნახევარმცველს კონტრაქტი პოლონურ კლუბთან 2016 წლის მიწურულს უმთავრდება. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელს ჩრდილო ლონდონურ კლუბთან შეერთება იანვრის თვეში სურს.
კრისტიან ბიელიკი გასულ ოქტომბერს, პოლონეთის 17-წლამდე ნაკრებთან ერთად თბილისს სტუმრობდა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში პოლონელმა ფეხბურთელებმა სამივე მატჩის მოგება მოახერხეს, მათ შორის მინიმალური ანგარიშით გოჩა ტყებუჩავას გუნდთან. პოლონელთა ცხრა გატანილი გოლიდან ერთი ბიელიკის ანგარიშზე იყო.
“არსენალი” პოლონელი ფეხბურთელების შეძენით აქამდეც დაინტერესებულა, კლუბთან კონტრაქტი კი მხოლოდ ორ მათგანს, ლუკაშ ფაბიანსკისა და ვოიცეხ შჩესნის გაუფორმებია.