“ბარსელონა” არგენტინელ ლიონელ მესის, ბრაზილიელ ნეიმარსა და ურუგვაელ ლუის სუარესს არასოდეს გაყიდის. ამის შესახებ კატალონიური საფეხბურთო კლუბის ვიცეპრეზიდენტმა ხავიერ ფაუსმა განაცხადა.
“დაე, პსჟ-მ წინადადებებით მოგვმართოს. ეს მათი საქმეა. მესის, სუარესსა და ნეიმარს არასოდეს გავყიდით. არ შეიძლება 3 წელიწადში იმას მიაღწიო, რასაც სხვა კლუბები 40 წლის განმავლობაში აღწევდნენ. სიმდიდრე ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების მთავარი ასპექტი არაა. შესაძლოა, პსჟ-მ ლიგის მოსაგებად 5 წლის მერე იბრძოლოს, თუ პროგრესს გააგრძელებს” – იუწყება ფაუსის სიტყვებს ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo.