ფეხბურთი

21:21 | 9.12.2014 | ნანახია 957 - ჯერ

ვილაშ-ბოაში “ლივერპულს” გამორიცხავს

სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა, “მონაკოსთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, “ლივერპულში” მისი შესაძლო გადასვლა გამორიცხა.

“ბედნიერი ვარ იქ, სადაც ვარ. “ზენიტი” ავირჩიე იმიტომ, რომ მსურს გავიმარჯვო. ინგლისში დაბრუნება ჩემს უახლოეს გეგმებში არ შედის”, – განაცხადა პორტუგალიელმა.

“ლივერპულის” თავკაცად ვილაშ-ბოაშის შესაძლო დანიშვნა ინგლისურ მედიაში ბოლო დღეებში აქტიურად განიხილება, რადგან “წითლები” მიმდინარე სეზონში ბრენდან როჯერსის ხელმძღვანელობით წარუმატებლად ასპარეზობენ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:12 | 09.12.2014
Ginobili.20 (932)

როჯერსი ხო დიშლაა, მარა ეს კიდე უარესია. ზენიტს ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე ეს ათამაშებს

23:24 | 09.12.2014
super (8) (1364)

რაღა ზენიტს მიახტი ჩელს და ტოტენჰემს რას ათამაშებდა

0.112473