ფეხბურთი

20:46 | 9.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“გალათასარაი” პოდოლსკის სატრანსფერო ფასით დაინტერესდა

გამოცემა Turkish Football-ის ინფორმაციით, სტამბოლის “გალათასარაიმ” ლონდონის “არსენალის” ოფისში გერმანიის ეროვნული ნაკრების ფორვარდის ლუკაშ პოდოლსკის სატრანსფერო ფასის გასაგებად მოთხოვნა გააგზავნა.

სხვადასხვა მონაცემების თანახმად, ლონდონელები პოდოლსკის 7 მილიონ ევროდ აფასებენ, მაგრამ ეს “არსენალის” მიერ თურქებისთვის დასახელებული ოფიციალური თანხა არაა.

გერმანელი “არსენალში” არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკით უკმაყოფილოა, რაც არაერთხელ დააფიქსირა:

“ვერ გეტყვით, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს წავალ. მე მხოლოდ ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობაზე ვფიქრობ, რომელიც მიუღებელია”, – იუწყება პოდოლსკის სიტყვებს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.

0.136467