ფეხბურთი

20:27 | 9.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკო როისისთვის “ბარსელონა” და “რეალი” იბრძოლებენ

დორტმუნდის “ბორუსიას” ლიდერ მარკო როისის შეძენის მსურველთა რიცხვი იზრდება. გერმანული “ბილდის” ინფორმაციით, ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას ესპანური გრანდები, “ბარსელონა” და “რეალი” ეცდებიან.

მარკო როისს აქამდე ყველაზე მეტად მიუნხენის “ბაიერნთან” აკავშირებდნენ, თუმცა როგორც ჩანს, არც კატალონიური და მადრიდული გუნდები აპირებენ რამის დათმობას.

როისს, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია და მოედანს მარტში დაუბრუნდება, “ბორუსიასთან” კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101544