ფეხბურთი

20:05 | 9.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კინით “ქუინზ პარკ რეინჯერსი” დაინტერესდა

“ლოს-ანჯელეს გელექსის” ირლანდიელი ფორვარდი რობი კინი შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს. ამის შესახებ Daily Mail-ი იუწყება.

ირლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა წელს ამერიკის “მეიჯორ ლიგა სოქერის” ოქროს მედლები მოიგო. მან 33 მატჩში 22 გოლი გაიტანა და ხსენებული ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

კინით “ქუინზ პარკ რეინჯერსია” დაინტერესებული, რომელსაც ჰარი რედნაპი წვრთნის. ამ უკანასკნელს ირლანდიელთან ერთად “ტოტენჰემში” უმუშავია.

თეგებირობი კინი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11413