ბაქოს “ინტერის” ცენტრალური მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი ინტერნეტპორტალ azerifootball.com-ი აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
“ძალიან სასიამოვნო სანახავია თუ როგორი თავდაჯერებულია გამოცდილი ქართველი მცველი. ამისულაშვილმა თამაშიდან სრულად გამოთიშა ფრედი მომბონგო და “ინტერის” შეტევების 2/3-ს იწყებდა. მიმდინარე სეზონში “მშრალი” თამაშების დიდ რაოდენობას ამისულაშვილის კლასსა და “ცივსისხლიანობას” უნდა უმადლოდეს” – იუწყება azerifootball.com-ი 32 წლის ამისულაშვილის შესახებ, რომელმაც მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.