ამირან სანაიას საფრანგეთის ლიგა 2-ის აუტსაიდერ “შატორუში” ტესტირების ვადა გაუხანგრძლივეს. “შატორუს” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 25 წლის ქართველი მარცხენა მცველი კლუბში შაბათამდე დარჩება და მე-5 ლიგის “ბურჟესთან” ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს. სანაია “შატორუში” გასული კვირიდან ისინჯება.
საქართველოს ეროვნულ გუნდის 6 მატჩის მონაწილე ფეხბურთელი გასულ სეზონში “ლუზენაკში” გამოდიოდა და საფრანგეთის ლიგა 2-ის საგზური მოიპოვა. თუმცა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არქონის გამო, “ლუზენაკს” ხსენებულ ლიგაში თამაშის უფლება არ მისცეს.