ფეხბურთი

11:08 | 9.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხამესი "რეალს" მაროკოში ვერ გაჰყვება

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევმა ხამეს როდრიგესმა ვიგოს "სელტასთან" პრიმერა დივიზიონის მე-14 ტურის მატჩში მარჯვენა ფეხზე მყესის ტრავმა მიიღო და მაროკოში გასამართ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს გამოტოვებს.

აღნიშნული ინფორმაცია კარლო ანჩელოტმაც დაადასტურა: "ვფიქრობ, ხამესი ვერ დაგვეხმარება. ასეთი ტრავმის დროს სარეაბილიტაციო პროცესის 2 დღეში გავლა რთულია".

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მაროკოში 10 დეკემბერს დაიწყება და ტურნირი 10 დღეს გასტანს. სამეფო გუნდი პირველ მატჩს 16 დეკემბერს ჩაატარებს. "რეალის" მეტოქე კი "კრუს ასულსა" და "სიდნეი უონდერერს" შორის გამარჯვებული იქნება.

0.128642