კალათბურთი

1:55 | 9.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

არც მარკოიშვილი, არც – სანიკიძე

ვთბ-ლიგის მორიგ ტურში მოსკოვის ცსკა-მ ყაზანის “უნიკსს” უმასპინძლა და ქართული დაპირისპირების ხილვის იმედი გვქონდა, თუმცა, სულ ტყუილად – მანუჩარ მარკოიშვილი მწყობრში ჯერაც ვერ ჩადგა, ვიქტორ სანიკიძეს კი მწვრთნელი ისევ არ ენდობა და ამჯერადაც, განაცხადს მიღმა დატოვა.

უქართველებო მატჩში ყაზანელებმა პირველი ტაიმი 2 ქულის სხვაობით მოიგეს, შესვენების შემდეგ კი ფავორიტმა საქმეს ხელი სერიოუზულად მოკიდა. “არმიელებმა” მე-3 მეოთხედი 26:6 მოიგეს, საბოლოოდ კი, მეტოქე 75:51 გაანადგურეს.

მოსკოველებს 19 ქულით სონი უიმსმა ულიდერა, აარონ ჯეკსონმა კი 15 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. ამერიკელი გამოირჩა “უნიკსის” რიგებშიც. სტუმართაგან 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ დ’ორ ფიშერმა (11) გადააბიჯა.

ცსკა-მ ათ მატჩში მეცხრედ იმარჯვა და მხოლოდ ლიდერს – ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდს” ჩამორჩება, ყაზანელებმა კი 6 გამარჯვებით და 3 მარცხით მე-4 ადგილზე გადაინაცვლეს.

14 დეკემბერს უნიკსი კიდევ ერთ რუსულ კლუბ “ენისეის” უმასპინძლებს, ცსკა კი ჩეხეთში “ნიმბურკს” ესტუმრება.

0.115727