ჩოგბურთი

20:02 | 8.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ გადაწყვეტს

33 წლის როჯერ ფედერერმა წლეულს სადიდსლემო ტურნირი ვერ მოიგო, თუმცა, მთლიანობაში სეზონი მისთვის წარუმატებელი ნამდვილად არაა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მან შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობაში დევისის თასი მოიგო, რეიტინგსიაში კი მეორე საფეხურზე დამკვიდრდა. როჯერი მალე ახალი სეზონისთვის დაიწყებს მზადებას, 2015 წლის საასპარეზო გრაფიკი კი ჯერჯერობით არ დაუდგენია.

“საბოლოო გადაწყვეტილებას ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ მივიღებ. ამის გაკეთებას დევისის თასის ფინალის შემდეგ ვაპირებდი, მაგრამ ახლა ინდოეთში ჩასატარებელ ტურნირზე ვარ კონცენტრირებული და სამომავლო გეგმის მოსაფიქრებლად დრო არ მაქვს. ისე კი, შემიძლია დავადასტურო, რომ ტრადიციულ განრიგს არ ვუღალატებ და ყველა მნიშვნელოვან ტურნირზე გამოვალ, სხვა შეჯიბრებეზე ასპარეზობის საკითხს მოგვიანებით გადავწყვეტ”, - ფედერერის სიტყვები ბრიტანულ გამოცემა Sky Sports-ს მოჰყავს.

0.115749