ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ Kicker–მა ბუნდესლიგის მე-14 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც მიმდინარე სეზონში მეხუთედ მოხვდა “აუგსბურგის” მარჯვენა მცველი ვერჰაეგი.
მე-14 ტურის სიმბოლური ასე გამოიყურება:
მეკარე: ფერმანი (“შალკე”);
მცველები: კირხოფი (“შალკე”), ჰუმელსი (“დორტმუნდი”), ვერჰაეგი (“აუგსბურგი”), ბერნატი (“ბაიერნი”);
ნახევარმცველები: აიგნერი, შკენდერა (ორივე “აინტრახტი”), გუილავოგი, პერიშიჩი (ორივე “ვოლფსბურგი”);
თავდამსხმელები: ჩუპო-მოტინგი (“შალკე”), მეიერი (“აინტრახტი”).