საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ჭანტურიამ რუმინული “კლუჟი” დატოვა. ამის შესახებ მან რუმინეთის ლიგა 1-ის (უმაღლესი ლიგა) მე-17 ტურში “კრაიოვასთან” გამართული საშინაო მატჩის (0:0) შემდეგ განაცხადა.
“აქ 3 თვის განმავლობაში თამაში ჩემთვის კარგი გამოცდილება იყო. თავს საუცხოოდ ვგრძნობდი თანაგუნდელებთან, ასევე მწვრთნელებთან ვასილე მირიუცასთან და ფრანსისკ დიკანთან. ახლა ორი თვე მაქვს, რომ გადავწყვიტო რას გავაკეთებ. არ ვიცი “ვერონაში” დავბრუნდები თუ არა. რამდენიმე წინადადება მაქვს, რომლებსაც ოჯახთან ერთად გავაანალიზებ და ამის მერე გადავწყვეტ. ბევრი ჭორი გავიგე “კლუჟში” ახალი ინვესტორის მისვლის თაობაზე. იდეალური იქნებოდა, რომ ვინმე ამ კლუბს დახმარებოდა. “კლუჟი” რუმინეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია” – განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა stiridesport.ro-სთან საუბრისას.