საფეხბურთო ჩემპიონატები

15:25 | 8.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "მხოლოდ 17 გულშემატკივარი დაისაჯა?"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მადრიდის "რეალის" მხრიდან 17 გულშემატკივარის დასჯას გამოეხმაურა.

სამეფო გუნდის და ვიგოს "სელტას" დაპირისპირების დროს გულშემატკივრები კატალონიას, "ბარსელონას" და ლიონელ მესის ტრიბუნიდან სიმღერით შეურაცხყოფას აყენებდნენ.

"მხოლოდ 17? ეს კარგად ჟღერს, რადგან ძალადობის წინააღმდეგ ზომები მიიღეს, მაგრამ ამავდროულად თუ გულშემატკივრების ასეთ დასჯას განვაგრძობთ, მარტონი დავრჩებით. ძალადობასთან ბრძოლას მივესალმებით, მაგრამ ასეთი ზომები ცოტათი მიუღებელია. კულტურულ, ბრძოლისუნარიან და ენთუზიაზმით აღსავსე ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვისურვებდი ასეთ საქციელს ადგილი არ ჰქონდეს, მაგრამ ეს ყველაფერი უტოპიად მეჩვენება." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ამ ინციდენტის შედეგად მადრიდელებმა მხარდამჭერები დასაჯეს და "სანტიაგო ბერნაბეუზე" შესვლა აუკრძალეს.

0.11304