ფეხბურთი

14:50 | 8.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

თებერვლამდე...

ერთი თამაშიც და წლევანდელი საფეხბურთო სეზონის საშემოდგომო ეტაპი დამთავრდება. ეს მატჩი საქართველოს სუპერთასია, რომელიც “დინამო არენაზე” 11 დეკემბერს გაიმართება. ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი, თბილისის “დინამო” თასის ფინალისტს, საჩხერის “ჩიხურას” შეხვდება.

მანამდე კი შაბათ-კვირას ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველი წრის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა. მთავარი ყურადღება, ცხადია, ივანწმინდისა და მცხეთისკენ იყო მიპყრობილი, სადაც ზამთრის ჩემპიონი უნდა გამოვლენილიყო.

ცოტა ხნის წინათ, ლიდერი, თბილისის “დინამო,” ქულათა საკმაო მარაგით უსწრებდა კონკურენტებს და წესით, საშემოდგომო ეტაპი პირველ ადგილზე უნდა დაესრულებინა, მაგრამ “დინამო” ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდია და არასტაბილურობაც თან სდევს. ნოემბერში კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა შინ ორივე თამაში წააგეს, ჯერ ბათუმის “დინამოსთან,” შემდეგ “გურიასთან.” შედეგად მათ გორის “დილა” წამოეწია, რომელმაც წინა თვეში ოთხივე მატჩი მოიგო. გორელთა ამბავი ცალკე სათქმელია. მართალია, ფეხბურთის ფედერაციისგან კუთვნილი 200 ათასი ლარი ჩაერიცხათ და სახელფასო დავალიანებები დაიფარა, მაგრამ მანამდე რამდენიმე თვე უჯამაგიროდ თამაშობდნენ და საინტერსოა, როგორ შეინარჩუნეს მოტივაცია და ბრძოლისუნარიანობა. ამას, ალბათ, უპირველესად, მთავარ მწვრთნელს, უჩა სოსიაშვილს უნდა უმადლოდნენ, რომლის ამ თანამდებობზე დანიშვნას თავიდან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა. უჩამ მებრძოლი გუნდის შექმნა შეძლო. არადა, 25 წლისაა და გუნდში ზოგიერთი ფეხბურთელი მასზე უფროსია. ასეთ ვითარებაში კი, დაგვეთანხმებით, ავტორიტეტის მოხვეჭა და ფეხბურთელების “ხელში დაჭერა” იოლი არ არის.

“დინამომ” ივანწმიდაშიც წააგო. “დილა”კი მცხეთაში ორჯერ უგებდა “ვიტ ჯორჯიას,” მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდა და მეორე ადგილზე დარჩა. თუმცა, ლიდერს მხოლოდ ქულით ჩამორჩება და ეს სამომავლოდ ინტრიგას ზრდის. ზამთრის ჩემპიონი კი “დინამოა.”

რუსთავის “მეტალურგთან” შინ დამარცხდა ქუთაისის “ტორპედო” და ამას გუნდიდან მთავარი მწვრთნელის, რევაზ ძოძუაშვილის წასვლა მოჰყვა. “მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა, რომ კლუბთან აღარც სპონსორი – “ვისოლი” ითანამშრომლებს.

ტურის მატჩების ნახევარში (რვიდან ოთხში) გოლი არ გასულა, რაც საკმაოდ ცუდი მაჩვენებელია. 0:0 ითამაშეს: “გურია” – “სიონმა,” “მერანი” – სამტრედიამ,” “ზუგდიდი” – “ზესტაფონმა” და ბათუმის “დინამო” - “შუქურამ.”

ეროვნული ჩემპიონატი კი, თებერვლის ბოლოს განახლდება.

6 დეკემბერი

სპარტაკი (ცხინვალი) – კოლხეთი (ფოთი) 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 დათა სიჭინავა (40), 1:1 მერაბ გიგაური (42), 1:2 დათა სიჭინავა (77)

დინამო (ბათუმი) – შუქურა (ქობულეთი) 0:0

7 დეკემბერი

ჩიხურა (საჩხერე) – დინამო (თბილისი) 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 თორნიკე მუმლაძე (45)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დილა (გორი) 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 ირაკლი მოდებაძე (22), 1:1 შოთა დავლაშელიძე (33), 1:2 გურამ ადამაძე (56), 2:2 ლევან საბაძე (68)

ზუგდიდიზესტაფონი 0:0

მერანი (მარტვილი) – სამტრედია 0:0

ტორპედო (ქუთაისი) – მეტალურგი (რუსთავი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 გიორგი ქავთარაძე (89)

გურია (ლანჩხუთი) – სიონი (ბოლნისი) 0:0

1. დინამო (თბილისი) 15 9 2 4 26:13 29
2. დილა 15 8 4 3 22:13 28
3. სამტრედია 15 7 4 4 17:11 25
4. სპარტაკი 15 7 3 5 15:21 24
5. დინამო (ბათუმი) 15 7 3 5 17:14 24
6. მეტალურგი 15 6 5 4 19:15 23
7. ჩიხურა 15 6 4 5 17:17 22
8. მერანი 15 5 5 5 11:10 20
9. ზესტაფონი 15 4 7 4 29:22 19
10. გურია 15 4 7 4 16:23 19
11. შუქურა 15 4 6 5 14:17 18
12. კოლხეთი 15 4 5 6 13:17 17
13. ტორპედო 15 3 7 5 17:18 16
14. სიონი 15 3 5 7 12:19 14
15. ვიტ ჯორჯია 15 3 3 9 14:20 12
16. ზუგდიდი 15 2 6 7 8:17 12

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.124381