“მემფისმა” შინ “მაიამი” 16-ქულიანი სხვაობით 103:87 დაამარცხა. “მაიამიმ” ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო. “მემფისი” აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. “დათვებს” მხოლოდ “გოლდენ სტეიტი” უსწრებს.
“ოკლაჰომას” კევინ დურანტის დაბრუნება დაეტყო. მას შემდეგ რაც კევინი დაბრუნდა, გუნდმა 3 თამაშიდან 2 მოიგო. “ოკლაჰომამ” გასვლით მატჩში “დეტროიტს” 96:94 აჯობა. ბოლო წამებზე “დეტროიტის” ფორვარდმა, ჯოშ სმიტმა 3-ქულიანი ესროლა, მაგრამ ფაჩულიას ყოფილ თანაგუნდეს მიზანმა უმტყუნა. დურანტი მატჩის საუკეთესო მექულე გახლდათ - 28 ქულით, კევინმა 15-დან 9 ორქულიანი ჩააგდო, 4-დან 1 სამქულიანი გამოიყენა და 8-დან 7 საჯარიმო სროლა მოათავსა კალათში. რასელ ვესტბრუკს 3 პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე (22 ქ. 11 მ. 7 პ.). “ოკლაჰომა” მე-12 ადგილზე იმყოფება და 8 გუნდში მოსახვედრად იბრძოლებს. “დეტროიტი” კი მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია, გუნდს 3 მოგება და 18 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა.
გუშემატკივრებს ყველაზე მეტად იმედები, ალბათ, “ნიუ იორკ ნიქსმა” გაუცრუა. ნიუ ორკელებმა ზედიზედ მე-8 თამაში წააგეს. “ნიქსი” საკუთარ დარბაზში “პორტლენდთან” 99:103 დამარცხდა. მთელი თამაშის განმავლობაში ვერც ერთი გუნდი გადიოდა წინ დიდი უპირატესობით. მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ანგარიში საყაიმო 95:95 გახლდათ, მაგრამ ბოლოს “პორტლენდმა” იმარჯვა და მოიგო მატჩი. “ნიუ იორკი” 4 მოგებით და 18 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში 13-ე ადგილზეა. ამ მატჩს მაყურებლის რანგში ესწრებოდა ლებრონ ჯეიმსი. როგორც იცით, 9 დეკემბერს ლებრონ ჯეიმსის “კლივლენდი” ნიუ იორკულ გუნდს “ბრუკლინ ნეტს” დაუპირისპირდება.
“ლეიკერსმა” საშინაო არენაზე “ნიუ ორლეანთან” 87:104 წააგო. “ნიუ ორლეანმა” პირველი სამი პერიოდი მოიგო და მეოთხე პერიოდი ფორმალობა აღმოჩნდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ენტონი დევისი გახლდათ 23 ქულით და 6 მოხსნით. კობი ბრაიანტმა გუნდს 14 ქულა და 4 პასი შესძინა. ESPN-ის ინფორმაციით, კობის NBA-ში 32 230 ქულა დაუგროვდა, მაიკლ ჯორდანს კი 32 292 ქულა აქვს ჩაგდებული. კობის ჯორდანამდე 62 ქულა დარჩა. “შავი მამბასთვის” 62 ქულა რამდენიმე თამაშის ამბავია.
“ატლანტა ჰოუქსი” – “დენვერ ნაგეტსი” 96:84 (32:21, 25:15, 20:30, 19:18)
“ატლანტა”: მილსაპი (23 ქ.), კორვერი (15 ქ. 5 მ._, ქეროლი (11 ქ. 9 მ.), ჰორფორდი (11 ქ. 8 მ), ტიგი (9 ქ.), ანტიჩი (7 ქ. 6 მ.), სკოტი (7 ქ.), შროდერი (7 ქ.), მაკი (4 ქ.), სეფალოშა (2 ქ.)
“დენვერი”: ჩენდლერი (29 ქ. 10 მ.), მოზგოვი (14 ქ. 11 მ.), ჯი (14 ქ.), აფლალო (10 ქ. 5 მ.), არტური (6 ქ. 6 პ.), ლოუსონი (4 ქ. 10 პ.), ჰარისი (3 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=BQ6N3ejNyrc
“მემფის გრიზლი” – “მაიამი ჰიტი” 103:87 (28:26, 27:22, 27:27, 221:12)
“მემფისი”:კონლი (18 ქ.), რენდოლფი (17 ქ.), ლი (17 ქ.), ალენი (14 ქ. 5 მ.), პრინსი (9 ქ.), უდრიხი (4 ქ. 6 პ.), კუფოსი (2 ქ.), გასოლი (2 ქ. 7 პ. 6 მ.)
“მაიამი”:უეიდი (25 ქ. 6 პ.), მაკრობერტსი (14 ქ.), დენგი (13 ქ.), ბოში (12 ქ.), ჩელმერსი (12 ქ.), უილიამსი (4 ქ.), კოული (4 ქ. 4 პ.), ენისი (3 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=MfnL0GymVwQ
“დეტროიტ პისტონსი” – “ოკლაჰომა სითი თანდერი” 94:96 (33:25, 22:23, 20:29, 19:19)
“დეტროიტი”: კალდველ-პოპე (19 ქ. 5 პ.), დრამონდი (16 ქ. 9 მ.), სმიტი (12 ქ. 5 მ.), მონრო (12 ქ. 8 მ.), იერებკო (9 ქ.), სინგლერი (10 ქ.), ჯენინგსი (6 ქ. 9 პ.), აუგუსტინი (7 ქ.), ბატლერი (3 ქ.)
“ოკლაჰომა”:დურანტი (28 ქ. 4 მ. 4 პ.), ვესტბრუკი (22 ქ. 11 მ. 7 პ), იბაკა (13 ქ. 13 მ. 4 ბ.), ლამბი (12 ქ.), მოროუ (8 ქ.), რობერსონი (4 ქ.), ჯექსონი (4 ქ.), ადამსი (3 ქ.), პერკინსი (2 ქ. 7 მ.)
https://www.youtube.com/watch?v=0U1HezsQbIY
“დალას მავერიქსი” – “მილუოკი ბაქსი” 125:102 (32:21, 27:25, 31:25, 35:31)
“დალასი”: პარსონსი (28 ქ. 5 მ.), ნოვიცკი (21 ქ.), ელისი (19 ქ.), ჯეფერსონი (10 ქ.), კრაუდერი (9 ქ.), ვრაიტი (8 ქ. 7 მ.), ბარეა (9 ქ. 9 პ.), ჰარისი (6 ქ.), ჩენდლერი (7 ქ. 7 მ.), ამინუ (4 ქ.)
“მილუოკი”: ფაჩულია (14 ქ. 8 მ.), ანტეტოკუნმპო (18 ქ. 4 მ.), ნაითი (16 ქ. 5 პ.), პარკერი (15 ქ. 5 მ.), სენდერსი (10 ქ. 9 მ.), ბეილესი (9 ქ.), უოლტერი (4 ქ.), მიდელტონი (2 ქ.), დადლი (2 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=nkKmUVFH7X8
“ნიუ იორკი” – “პორტლენდ ბლეიზერსი” 99:103 (20:25, 30:28, 25:30, 24:20)
“ნიუ იორკი”: ენტონი (23 ქ. 10 მ.), ჯ. რ. სმიტი (20 ქ.), სტაუდმაიერი (16 ქ. 10 მ.), შამპერტი (11 ქ.), სმიტი (8 ქ.), ჰარდევეი (7 ქ.), ეისი (6 ქ.), დალამბერტი (4 ქ.), კალდერონი (4 ქ.)
“პორტლენდი”: ოლდრიჯი (24 ქ. 11 მ.), ლილარდი (20 ქ.), მეთიუსი (18 ქ.), ბატუმი (11 ქ. 7 პ.), კამანი (8 ქ.), ლოპესი (6 ქ. 8 მ.), ბლექი (5 ქ. 6 პ.), ვრაიტი (3 ქ.), ფრილანდი (2 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=ylzOybr5FUw
“ლოს ანჯელეს ლეიკერსი” – “ნიუ ორლეან პელიკანსი” 87:104 (16:22, 24:28, 19:29, 25:28)
“ლეიკერსი”: ბრაიანტი (14 ქ. 4 პ.), იანგი (13 ქ.), ბუზერი (12 ქ. 6 მ.), დევისი (12 ქ. 7 მ.), ჯონსონი (10 ქ. 3 პ), ელინგტონი (10 ქ.), ჰილი (8 ქ. 7 მ.), პირსი (3 ქ.), ლინი (3 ქ.), საკრე (2 ქ.)
“ნიუ ორლეანი”:დევისი (23 ქ. 6 მ.), ჰოლიდეი (22 ქ. 8 პ.), ევანსი (11 ქ. 7 პ.),ანდერსონი (11 ქ. 10 მ.), აჟინცა (10 ქ.), აშიკი (8 ქ. 11 მ.), ბაბიტი (6 ქ.), რივერსი (4 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=n5WErtG3t9c