ფეხბურთი

13:40 | 8.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილი “კორტრეიკთან” ვერ ითამაშებს

“გენკის” შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი ბელგიის პრო ლიგის მორიგ ტურში, გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ “კორტრეიკთან” საშინაო მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი hbvl.be იუწყება.

განვლი ტურში, “გენკი” სტუმრად “გენტს” დაუზავდა (0:0), 73-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ოქრიაშვილმა კი, უხეშობის გამო, 84-ე წუთისთვის ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. შედეგად, საქართველოს ნაკრების წევრი ერთ მატჩს გამოტოვებს.

მომავალი მატჩი “გენკისთვის” პრინციპულია, რადგან მე-6 ადგილზე მყოფი ლიმბურგელები მეორეადგილოსან “კორტრეიკს” 2 ქულით ჩამორჩებიან.

0.11784