ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის ცენტრალური შეხვედრა “ნოუ კამპზე” გაიმართა, სადაც “ბარსელონამ” თანაქალაქელი “ესპანიოლი” მიიღო და დიდი ანგარიშით გაანადგურა.
კატალონიური დერბის პირველი ნახევარი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. შეხვედრის დასაწყისი მოულოდნელი სცენარით განვითარდა, მე-13 წუთზე სერხიო ბუსკეტსმა მოედნის ცენტრში ბურთი დაკარგა, რასაც სერხიო გარსიას შესანიშნავი თამაში და ბრავოს კარში გატანილი გოლი მოჰყვა. მალე გარსიას კიდევ ერთი მომენტი შეექმნა კონტრშეტევაზე, მაგრამ დარტყმა აღარ გამოუვიდა. 30-ე წუთზე მესის ლამაზი ჯარიმის გატანა შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული ხარიხას მოხვდა. კარგი მომენტი შეექმნა ხორდი ალბას, მაგრამ კიკო კასილიას ვერ აჯობა. შემდეგ კი, შეხვედრის ორი გარდამტეხი მომენტის მოწმენი გავხდით, 41-ე წუთე ვიქტორ სანჩესი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ძალიან ცუდად ითამაშა და ეპიზოდი ვერ გამოიყენა. “თუთიყუშები” ამისთვის ლიონელ მესიმ ტაიმის დამატებულ წუთზე დასაჯა, მან ერთი მოძრაობით მეტოქე ჩამოუშორა და კასილია უშანსოდ დატოვა.
“გასახდელში გატანილმა” გოლმა ძალიან ცუდად იმოქმედა სტუმრებზე და მეორე ტაიმის მათთვის კატასტროფულად დაიწყო. 50-ე წუთზე მესი იოლად გაუსწორდა მეტოქეს და საჯარიმოს ხაზიდან ზუსტი დაარტყა. სამ წუთში ხერარდ პიკეს ჯერი დადგა, რომელმაც რაკიტიჩის მიერ ჩამოწოდებული კუთხურისას გაისარჯა კარგად. 77-ე წუთზე თავისი შანსი პედრო როდრიგესმა გამოიყენა, ხოლო 81-ე წუთზე ლამაზი კომბინაცია ლიონელ მესიმ დაასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:1. არგენტინელმა კრიშტიანო რონალდუს მსგავსად ჰეთ-თრიკი შეასრულა. “ბარსელონა” 34 ქულით მე-2 ადგილზეა. კატალონიელები 2 ქულით ჩამორჩებიან “რეალს”, ხოლო “ატლეტიკოს” ამდენივეთი უსწრებენ.
პირველი ესპანური მარცხი იწვნია დევიდ მოიესმა და თანაც როგორი?! “სოსიედადი” პირველი ტაიმის შემდეგ უგოლო ფრეს ეთამაშებოდა “ვილიარეალს” გასვლაზე, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში “ელ მადრიგალის” ბინადრები ხასიათზე მოვიდნენ და ბასკებს ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს – 4:0.
მორიგი წარუმატებელი შეხვედრა ჩაატარა “ვალენსიამ”, რომელმაც წინა შეხვედრის მსგავსად, ამჯერადაც ბოლო წუთებზე დაკარგა ქულები. “გრანადასა” და “ვალენსიას” დაპირისპირების პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა და ბევრი მომენტი არც შექმნილა. შეხვედრის მთავარი მოვლენები 70-ე წუთიდან განვითარდა. 71-ე წუთზე ალვარო ნეგრედოს გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ესპანელმა ძელს გაარტყა. 76-ე წუთზე კი, მასპინძლებს ნაღდი ბურთი არ ჩაუთვალეს. მასპინძელთა შეტევის მომენტში შკოდრან მუსტაფი სერიოზულად დაშავდა, რამაც “ღამურები” დააბნია და ისააკი გამოეპარათ, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა არარსებული თამაშგარე დააფიქსირა და სტუმრები გაშვებული გოლისგან იხსნა. “ლოს ჩეს” მთავარ მწვრთნელს, ნუნუ ესპირიტო სანტოს მოგება სურდა და ამიტომაც, მეორე ფორვარდი პაკო ალკასერიც შეაშველა ნეგრედოს. ალკასერის შეშვებიდან ერთ წუთში ნეგრედომ თავის პირველი “ვალენსიური” გოლი გაიტანა და ბევრს აფიქრებინა, რომ სტუმრებს 3 ქულა მოუპოვა. 86-ე წუთზე ოთხიოდე წუთის წინ შემოსული ალკასერი ალეხანდრო ერნანდესმა არასპორტული საქციელის გამო მინდვრიდან საკამათო ვითარებაში გააძევა. რიცხობრივი უპირატესობა ანდალუსიელებმა გამოყენეს და 89-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობის შემდეგ ისააკმა წონასწორობა აღადგინა – 1:1. უნდა ითქვას, რომ მსაჯმა მასპინძლებს ვალი დაუბრუნა, რადგან ისააკი აშკარა თამაშგარეში იმყოფებოდა.
დღის ადრეული შეხვედრა “ესტადიო ვალეკასზე” შედგა, სადაც “რაიო ვალეკანომ” ანდალუსიური “სევილია” მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის დებიუტშივე გავიდა, პარეხას გადაცემა კარლოს ბაკამ გამოიყენა და მიმდინარე სეზონში მე-10 გოლი გაიტანა ლა ლიგაში. ანგარიშის შესაცვლელად დიდი დრო იყო დარჩენილი და მომენტებიც საკმარისად შეიქმნა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა – 0:1. “სევილია” 29 ქულით მე-4 ადგილზეა და მთავარ კონკურენტ “ვალენსიას” 4 ქულით უსწრებს.
რაიო ვალეკანო – სევილია 0:1 (0:1)
მადრიდი, “ესტადიო ვალეკასი”
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კ.ალვარესი, ბა (ჟოზაბედი 62), ამაია, ქუინი, ინსუა, ბაენა (მანუჩო 60), ტრაშორასი, აკინო (ა.მორენო 81), ბუენო, კაკუტა, ბაპტიშტაო.
მწვრთნელი: პაკო ხემესი
სევილია (4-2-3-1): ბეტო, კარიცო, პარეხა, ფიგეირაში, კოკე, კრიშოვიაკი (არიბასი 72), მ’ბია, რეიესი (ვიდალი 62), ვიტოლო, ბანეგა, ბაკა (გამეირო 82).
მწვრთნელი: უნაი ემერი
გოლი: ბაკა 8.
გაფრთხილებები: ტრაშორასი, ბაენა, ბა, მანუჩო – კრიშოვიაკი, ვიტოლო, პარეხა, ბანეგა, კარიცო, ბაკა, ბეტო
მსაჯი: ალვარეს იზკუერდო
ბარსელონა – ესპანიოლი 5:1 (1:1)
ბარსელონა, “ნოუ კამპი”
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მასკერანო, ალბა, ალვეში, ბუსკეტსი (მატიე 83), რაკიტიჩი (ინიესტა 65), ხავი, ნეიმარი, სუარესი (პედრო 70), მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
ესპანიოლი (4-4-2): კასილია, ბაილი (ა.გონსალესი 83), ალვარო, არბილია, ფუენტესი, კანიასი (ჰ.მორენო 60), ვ.სანჩესი, ლუკასი, სევილია, კაისედო (სტუანი 71), ს.გარსია.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი
გოლები: 0:1 ს.გარსია (13), 1:1;2:1;5:1 მესი (45;50;81), 3:1 პიკე (53), 4:1 პედრო (77).
გაფრთხილებები: სევილია, ლუკასი, ალვარო, არბილია
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა
ვილიარეალი – სოსიედადი 4:0 (0:0)
ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”
ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, რუისი, პაულისტა, კოსტა, გასპარი, ტრიგეირასი, ჯონათან დოს სანტოსი, ბ.სორიანო (პინა 84), ჩერიშევი (გ.მორენო 82), უჩე (მ.გომესი 76), ვიეტო.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი
სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი, ი.მარტინესი, ანსოტეგი, კ.მარტინესი, დე ლა ბელა, პარდო (კასტრო 65), გრანერო, ზურუტუზა (ფინბოგასონი 77), კანალესი (ჰერვასი 87), პრიეტო, ველა.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
გოლები: 1:0 ბ.სორიანო (63), 2:0 ჩერიშევი (73), 3:0;4:0 მ.გომესი (80;86).
გაფრთხილებები: ვიეტო, კოსტა – დე ლა ბელა, ი.მარტინესი
მსაჯი: ტეიშეირა ვიტიენესი
გრანადა – ვალენსია 1:1 (0:0)
გრანადა, “ლოს კარმენესი”
გრანადა (4-4-2): რ.ფერნანდესი, ბაბინი, მურილიო, ნიომი, ხ.კარლოსი, ფ.რიკო, იტურა, ფოლქიერი, პიტი, ელ არაბი, კორდობა (ისააკი 69).
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი
ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, მუსტაფი (ვეზო 76), ოტამენდი, ბარაგანი, გაია, ფუეგო, გომეში, პარეხო, ფეგული (დე პაული 72), როდრიგო (ალკასერი 82), ნეგრედო.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
გოლები: 0:1 ნეგრედო (83), 1:1 ისააკი (89).
გაფრთხილებები: ფოლქიერი, კორდობა, ფ.რიკო, ხ.კარლოსი – გაია, პარეხო, გომეში, ალვეში
გაძევება: ალკასერი 86.
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი
ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 23. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 13. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 11. კარლოს ბაკა (“სევილია”) -10. ქარიმ ბენზემა ("რეალი") - 8. ხოაკინ ლარივეი ("სელტა") – 7.