იტალიის ჩემპიონატის მე-9 ტურში გიორგი შერმადინის “კანტუ” “პისტოიას” დაუხვდა და მართალია, პირველი ტაიმის შემდეგ 13 ქულით იგებდა, საბოლოოდ კი, ოვერტაიმში 76:80 დამარცხდა.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 16 წუთში 4 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. გიორგიმ 3-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
მასპინძელთა რიგებში 19 ქულით საუკეთესო დარიუს ჯონსონ-ოდომი იყო, სტუმართა გამარჯვებაში კი ლომის წვლილი 25 ქულით ჯილბერტ ბრაუნმა დაიდო.
კანტუელებს 4 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდათ და მე-10 ადგილზე დაქვეითდნენ, შემდეგ მატჩს კი 14 დეკემბერს “უპეა კაპო დ’ორლანდოსთან” ჩაატარებენ.