ფეხბურთი

1:52 | 8.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილის წითელი ბარათი გენტში

თორნიკე ოქრიაშვილის “გენკმა” ბელგიის პრო ლიგის მე-18 ტურში, “გენთან” გასვლითი მატჩი უგოლოდ დაასრულა (0:0), შეცვლაზე შესული ქართველი ფეხბურთელი კი 2 ყვითელი ბარათის ძალით გააძევეს.

ოქრიაშვილი მინდორზე 65-ე წუთზე სეკუ სისეს ნაცვლად გამოჩნდა, 73-ეზე პირველად გააფრთხილეს, 84-ეზე მეორედ და თამაშის ნაადრევად დასრულება მოუხდა, თუმცა, მანამდე 1 საგოლე მომენტიც გაუცუდდა.

საერთო ჯამში, გენტს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა და სტუმრებს კარში დარტყმებში 6:1, ხოლო კუთხურებში 12:1 აჯობა. ისიც ვთქვათ, რომ მასპინძელთა შვეიცარიელმა ლეგიონერმა დანიელ მილიჩევიჩმა პირველ ტაიმში პენალტი გააცუდა.

“გენკმა” 29 ქულა მოაგროვა და მე-6 ადგილზეა, თუმცა კი, მე-2 პოზიციაზე მყოფ “კორტრიიკს” მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

0.118887