ფეხბურთი

18:43 | 7.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კობახიძემ “მეტალისტს” გაუტანა (+ვიდეო)

ლუცკში გოლი გაიტანა სანდრო კობახიძემ. “მეტალისტთან” საშინაო მატჩში 27 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 32-ე წუთზე გახსნა ანგარიში. კობახიძემ მატეის პასის შემდეგ გაუტანა ხარკოველებს, თუმცა მეორე ტაიმში გოლები მხოლოდ “ვოლინის” კარში გავიდა - 59-ე წუთზე ედმარმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 69-ე წუთზე ბრაზილიელი ჯაჯას მიერ რეალიზებულმა თერთმეტმეტრიანმა სტუმრებს სამი ქულა მოუტანა.

იტალიის ჩემპიონატის მე-14 ტურის შეხვედრაში ლევან მჭედლიძის “ემპოლი” გასვლით მატჩში ფრეზე გაიყარა “ნაპოლისთან” – 2:2. ქართველი ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში არ იმყოფებოდა, მაურიციო სარიმ მჭედლიძე თამაშის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ირაკლი შეყილაძე კვლავ ვერ მოხვდა ემპოლელთა განცხადში.

მე-19 წუთზე ანგარიში მაკარონეს პასით ვერდიმ გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისში რუგანიმ სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა. 67-ე წუთზე საპატამ გაიტანა, რამდენიმე წუთში კი დე გუზმანმა გაათანაბრა ანგარიში. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

ვიდეო:

https://www.youtube.com/watch?v=5AiDyjARDgU&feature=youtu.be

0.123849