კალათბურთი

18:28 | 7.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

პარიზული წილისყრის მოლოდინში

ხვალ, ქართული კალათბურთის გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი დღეა. პარიზულ დისნეილენდში 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის წილისყრა შედგება და შევიტყობთ, მომავალ ტურნირზე საქართველოს ნაკრები რომელ ქვეყანაში ითამაშებს და მეტოქეებად ვინ ეყოლება.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ევროპირველობის 80-წლიანი არსებობის ისტორიაში, საწყისი ეტაპის მატჩებს ერთბაშად 4 ქვეყანა მიიღებს: გერმანია (ბერლინი), საფრანგეთი (მონპელიე), ლატვია (რიგა) და ხორვატია (ზაგრები), ხოლო პლეი-ოფისთვის გუნდები სრულად ფრანგულ ლილში გადაინაცვლებენ.

24 ფინალისტს შორის საქართველოს ეროვნული გუნდიცაა, ფორმატის მიხედვით კი, 5-20 სექტემბერს დაგეგმილ ევრობასკეტ-2015-ზე მხოლოდ ერთი ჯგუფური ეტაპი შედგება, რომელზეც ნაკრებები ოთხ ექვსგუნდიან პულში გადანაწილდებიან. საწყისი რაუნდის შედეგებით, პლეი-ოფში ჯგუფების საუკეთესო ოთხეულები გავლენ და ეს 16 გუნდი ბრძოლას მერვედფინალიდან გააგრძელებს.

ფიბა-ევროპის მმართველმა საბჭომ ევრობასკეტ 2015-ის ჯგუფური ეტაპის მასპინძელ ქვეყნებს პარტნიორი ფედერაციები ადრევე დაუმტკიცა. საფრანგეთმა პარტნიორად ფინეთი აირჩია, გერმანიამ – თურქეთი, ხორვატიამ – სლოვენია, ხოლო ლატვიამ – ესტონეთი. ამდენად, ჯგუფებში ორ-ორი მეტოქის ვინაობა უკვე ცნობილია, ხოლო დანარჩენი ადგილები როგორ შეივსება, დღეს შევიტყობთ.

წილისყრის პროცედურა ცენტრალური ევროპის დროით 16:30 საათზე (თბილისის დროით 19:30) დაიწყება და მასში მონაწილეობას ცნობილი კალათბურთელები დეიან ბოდიროგა, პატრიკ ფემერლინგი, გუნტა ბასკო-მელნბარდე, ანტუან რიგოდო, გორდან გირიჩეკი და რაშო ნესტეროვიჩი მიიღებენ.

წილისყრისთვის ლაივ-რეჟიმში თვალის მიდევნება ფიბა-ს ყოუტუბე-ის ოფიციალურ არხსა (www.youtube.com/FIBA) და ფიბა-ევროპას ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.fibaeurope.com) იქნება შესაძლებელი. აქვე მომავალი ცერემონიის წინ ნაკრებთა განთესვის პრინციპს და წინასწარი კალათების შემადგენლობასაც შეგახსენებთ.

N ქვეყანა ფიბა-ევროპას ბოლო ტურნირი ადგილი შედეგი % შეფარდება
1 საფრანგეთი EB 2013 1
2 ლიტვა EB 2013 2
3 ესპანეთი EB 2013 3
4 ხორვატია EB 2013 4
5 სლოვენია EB 2013 5
6 უკრაინა EB 2013 6
7 სერბეთი EB 2013 7
8 ფინეთი EB 2013 9
9 საბერძნეთი EB 2013 11
10 თურქეთი EB 2013 17
11 ლატვია EB 2015 2nd QR 1 6-0 100 1.2398
12 ბოსნია-ჰერცეგოვინა EB 2015 2nd QR 2 4-0 100 1.1386
13 პოლონეთი EB 2015 2nd QR 3 5-1 83.3 1.2385
14 ბელგია EB 2015 2nd QR 4 5-1 83.3 1.1979
15 მაკედონია EB 2015 2nd QR 5 5-1 83.3 1.1450
16 იტალია EB 2015 2nd QR 6 3-1 75 1.1654
17 გერმანია EB 2015 2nd QR 7 4-2 66.7 1.3243
18 ისრაელი EB 2015 2nd QR 8 4-2 66.7 1.1195
19 ჩეხეთი EB 2015 2nd QR 9 4-2 66.7 1.1150
20 საქართველო EB 2015 2nd QR 10 4-2 66.7 1.0558
21 ჰოლანდია EB 2015 2nd QR 11 4-2 66.7 1.0107
22 რუსეთი EB 2015 2nd QR 12 2-2 50 1.1679
23 ისლანდია EB 2015 2nd QR 13 2-2 50 0.9896
24 ესტონეთი EB 2015 1st QR 1 5-3 62.5 1.1286

1-ლი კალათა: საფრანგეთი, ლიტვა, ესპანეთი, ხორვატია.

მე-2 კალათა: სლოვენია, უკრაინა, სერბეთი, ფინეთი.

მე-3 კალათა: საბერძნეთი, თურქეთი, ლატვია, ბოსნია-ჰერცეგოვინა.

მე-4 კალათა: პოლონეთი, ბელგია, მაკედონია, იტალია.

მე-5 კალათა: გერმანია, ისრაელი, ჩეხეთი, საქართველო.

მე-6 კალათა: ჰოლანდია, რუსეთი, ისლანდია, ესტონეთი.

წილისყრის პროცედურის ვიდეო-ნიმუში

">http://youtu.be/q251jzDW8r0]

0.120252