გუშინ, „სანდერლენდთან“ მატჩში (0:0) სტივენ ჯერარდი კვლავ არ იყო “ლივერპულის” ძირითად შემადგენლობაში. ჯერარდმა 67-ე წუთზე ლალანა შეცვალა და ვერ შეძლო გუნდის გამარჯვებამდე მიყვანა.
“არ შეიძლება, სულ ჯერარდის იმედი გვქონდეს. მას არ შეუძლია ყველა მატჩში სასწაულის მოხდენა. სტივენი მსოფლიო დონის მოთამაშეა, მაგრამ სხვაც უნდა ცდილობდეს რამის გაკეთებას.”- განაცხადა “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა.
მიმდინარე სეზონში ჯერარდმა 15 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.