“მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ჟურნალისტებთან საუბარში “საუთჰემპტონის” თავდამსხმელი გრაციანო პელე შეაქო და განაცხადა, რომ არ უკვირს მისი წარმატებისა, რადგან მოსწონს პელეს მსგავსი ფორვარდები.
“მე მომწონს მისი თამაში, რის გამოც “ალკმაარში” მუშაობის დროს ვიყიდე. ის გოლების გატანის გარდა იდეალურად ხედავს მოედანს და შეუძლია სიტუაციის გამწვავებაც და კარგი საგოლე პასის გაკეთება, ისევე როგორც რობინ ვან პერსის. მე მომწონს ასეთი ტიპის თავდამსხმელები.” - განაცხადა ვან გაალმა.
29 წლის იტალიელი, გრაციანო პელე “საუთჰემპტონს” ზაფხულში “ფეინოორდიდან” შეუერთდა, სამშობლოში კი “პარმაში”, “სამპდორიაში”, “ლეჩეში” “ჩეზენასა” და “კროტონეში” უთამაშია, “ალკმაარში” კი 2006 წელს “ჩეზენადან” გადავიდა. მან მიმდინარე პრემერლიგის გათამაშებაში 14 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლის გატანა შეძლო.
ლუის ვან გაალის გუნდი 9 დეკემბერს, სტუმრად, სწორედ “საუთჰემპტონსა”და გრაციანო პელეს დაუპირისპირდება.