ფეხბურთი

16:20 | 7.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” ზამთრის ჩემპიონია, მაგრამ...

დღეს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-15 ტურის დარჩენილი ექვსი მატჩი გაიმართა. ლიდერმა, თბილისის “დინამომ” ისევ წააგო, ამჯერად ივანწმინდაში, “ჩიხურასთან,” მაგრამ ვერ მოიგო მისმა მდევარმა “დილამაც,” გორელებმა მცხეთაში ფრედ 2:2 ითამაშეს.

ამრიგად, ზამთრის ჩემპიონი “დინამო” გახდა, თუმცა ჭაბუკმა დინამოელებმა ბოლო ოთხ შეხვედრაში მესამედ წააგეს და ახლა “დილას” მხოლოდ ქულით უსწრებენ.

საინტერსოა, რომ ტურის მატჩების ნახევარში გოლი არ გასულა. 0:0 ითამაშეს “გურია” – “სიონმა,” “მერანი” – სამტრედიამ,” “ზუგდიდი” – “ზესტაფონმა” და გუშინ, ბათუმის “დინამო” - “შუქურამ.”

გუშინვე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მინდორზე ლიდერთა ჯგუფში მყოფმა “სპარტაკმა” მოულოდნელად ფოთის “კოლხეთთან” 1:2 წააგო და ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. ფოთელთაგან დუბლი დათა სიჭინავამ შეასრულა და ჯამში, წლევანდელ სეზონში 6 გოლი მოუგროვდა.

ეს საშემოდგომო ეტაპის ბოლო ტური გახლდათ. ეროვნულის მატჩები, სავარაუდოდ, გაისად, თებერვლის ბოლოს განახლდება.

6 დეკემბერი

სპარტაკი (ცხინვალი) – კოლხეთი (ფოთი) 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 დათა სიჭინავა (40), 1:1 მერაბ გიგაური (42), 1:2 დათა სიჭინავა (77)

დინამო (ბათუმი) – შუქურა (ქობულეთი) 0:0

7 დეკემბერი

ჩიხურა (საჩხერე) – დინამო (თბილისი) 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 თორნიკე მუმლაძე (45)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დილა (გორი) 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 ირაკლი მოდებაძე (22), 1:1 შოთა დავლაშელიძე (33), 1:2 გურამ ადამაძე (56), 2:2 ლევან საბაძე (68)

ზუგდიდიზესტაფონი 0:0

მერანი (მარტვილი) – სამტრედია 0:0

ტორპედო (ქუთაისი) – მეტალურგი (რუსთავი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 გიორგი ქავთარაძე (89)

გურია (ლანჩხუთი) – სიონი (ბოლნისი) 0:0

1. დინამო (თბილისი) 15 9 2 4 26:13 29
2. დილა 15 8 4 3 22:13 28
3. სამტრედია 15 7 4 4 17:11 25
4. სპარტაკი 15 7 3 5 15:21 24
5. დინამო (ბათუმი) 15 7 3 5 17:14 24
6. მეტალურგი 15 6 5 4 19:15 23
7. ჩიხურა 15 6 4 5 17:17 22
8. მერანი 15 5 5 5 11:10 20
9. ზესტაფონი 15 4 7 4 29:22 19
10. გურია 15 4 7 4 16:23 19
11. შუქურა 15 4 6 5 14:17 18
12. კოლხეთი 15 4 5 6 13:17 17
13. ტორპედო 15 3 7 5 17:18 16
14. სიონი 15 3 5 7 12:19 14
15. ვიტ ჯორჯია 15 3 3 9 14:20 12
16. ზუგდიდი 15 2 6 7 8:17 12

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.115314