ფეხბურთი

14:35 | 7.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

იბრაგიმოვიჩი: “100 პროცენტით მზად არ ვარ”

პსჟ-ს თავდამსხმელმა, შვედმა ზლატან იბრაგიმოვიჩმა “ნანტთან” (2:1) მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ოპტიმალურ ფორმაში არაა.

“თავს კარგად ვგრძნობ და თამაშიდან თამაშამდე უკეთეს ფორმაში ვარ. ჯერ 100 პროცენტით მზად არა ვარ, მაგრამ თუ თავს არ დავზოგავ, აუცილებლად დავუბრუნდები ჩემს საუკეთესო კონდიციებს. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემს გუნდს დავეხმარო, “ნანტთან” მატჩში ეს შევძელი და 2 გოლი გავიტანე.”- ზლატანის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

საფრანგეთის ჩემპიონატის ჩემპიონატის მე-17 ტურში პსჟ-მ საკუთარ სტადიონზე “ნანტი” 2:1 დაამარცხა. მე-8 წუთზე “ნანტი” ბედოიამ დააწინაურა. 34-ე და 48-ე წუთებზე ზლატან იბრაგიმოვიჩმა მეტოქე გუნდის მეკარე ორჯერ დაამწუხრა.

იხილეთ პსჟ -“ნანტის” მატჩის სამივე გოლი

http://worldsport.ge/ge/page/44811_psj-nanti-21-video

0.12086