სლოვენიის ჩემპიონატში მიხეილ ბერიშვილის “ზლატოროგი” აშკარა აუტსაიდერ “ელეკტრას” ესტუმრა და დრამატულ მატჩში 66:65 მოიგო.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 24:08 წუთი გაატარა და 4 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ბერიშვილმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და ერთხელაც დაუფარეს.
ლაშკოელებმა 2 მარცხის წილ მე-6 გამარჯვება იზეიმეს და მხოლოდ ლიდერ “ტაიფუნს” ჩამორჩებიან, რომელსაც ცხრავე თამაში მოგებული აქვს. 13 დეკემბერს “ზლატოროგი” მისდარად 6 გამარჯვების მქონე “როგაშკას” უმასპინძლებს.