ჩოგბურთი

14:16 | 7.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაიას ტიტული წყვილებში

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი საჩოგბურთო ტურნირის წყვილთა შეჯიბრის გამარჯვებულები ქართველი სოფო ქვაცაბაია და სლოვაკი ჩანტალ სკამლოვა გახდნენ, რომელთაც პირველი რეიტინგი გააჩნდათ.

ფინალურ მატჩში სოფოს და ჩანტალს მე-2 განთესვის მქონე ეკატერინე გორგოძის და სლოვენიელი ნასტია კოლარის წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ, თუმცა, ამ უკანასკნელის ტრავმის გამო, ტიტული უბრძოლველად ერგოთ.

0.116486